x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ამაზე მეტი მტკიცებულება, არ ვიცი რა შეიძლება იყოს"– რა ვიდეოს აზიარებს ნინო ჯანგირაშვილი

image


"ამაზე მეტი მტკიცებულება, რომ საქოცეთი ეფესბეს შპარგალკებით გვაცხოვრებს და რუსეთში მიგვათრევს, არ ვიცი რა შეიძლება იყოს" - ამ შინაარსის პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი და კრემლის პროპაგანდისტისა და პუტინის მეხოტბე მარგარიტა სიმონიანის ვიდეოს აზიარებს:


"ჩემთვის უჩვეულო თხოვნა მაქვს: გთხოვთ გააზიაროთ ეს ვიდეო. კრემლის პროპაგანდისტი, მარგარიტა სიმონიანი სოჭის ახალგაზრდულ ფესტივალზე, ახალგაზრდებთან შეხვედრისას რუსეთის რბილ ძალაზე დასმულ შეკითხვას პასუხობს. გულწრფელად ღაღადებს, რას ეფუძნება რუსეთის რბილი ძალა დღეს. მინდა ყველამ იცოდეს, ვისაც ჯერ კიდევ კითხვები აქვს, რატომ, საიდან მოელანდათ უცებ ქოცებს დედა დედაა, მამა მამაა ბოდვები და ლგბტ პარანოიები.


ამაზე მეტი მტკიცებულება, რომ საქოცეთი ეფესბეს შპარგალკებით გვაცხოვრებს და რუსეთში მიგვათრევს, არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ვთარგმნეთ და გავტიტრეთ, რომ კიდევ ერთხელ ცხადად დავინახოთ, რასთან გვაქვს სინამდვილეში საქმე."- წერს ტელეწამყვანი სოციალურ ქსელში.



ზემოაღნიშნული ვიდეოს ნახვის მსურველები მიჰყევით ქვემოთ მითითებულ ლინკს



https://www.facebook.com/njangirashvili/videos/734358315530492







0
202
1-ს არ მოსწონს
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
202