x
image
Yoona
Mediator image
ასე გამოიყურება ირანი პოლიტიკის, დევნის და სანქციების გარეშე
ირანის მოსახლეობა 82, 5 მილიონი ადამიანია. იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს ტურისტული ინტერესი გაიზარდა – მუსულმანებს წმინდა ადგილი აინტერესებთ, სხვებს უძველესი ძეგლები იზიდავთ – ქვეყანას ყველაზე პოპულარულ ტურისტულ ადგილს ვერ ვუწოდებთ.

გადავწყვიტეთ, გაჩვენოთ ირანის ჯადოსნური და მომხიბვლელი ფოტოები.


image



დიდი ბაზარი ესფაჰანში, სიდიდით ქვეყნის მესამე ქალაქში.

image



შაჰ ჩერახის მავზოლეუმი ქალაქ შირაზში. მე–14 საუკუნეში აშენდა.


image



შეიხ სეფი ად–დინის მავზოლეუმში. მავზოლეუმის ინტერიერი, რომელიც შეიხის ვაჟმა მე–14 საუკუნეში ააგო, შუა საუკუნეების ისლამური არქიტექტურის იშვიათი ნიმუშია.

image



კაცი აბრეშუმის ნიმუშს ქსოვს საქსოვ დაზგაზე იეზდიში. იეზდი – ერთ–ერთი უძველესი ქალაქია. პირველი წერილობითი ხსენება თარიღდება ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–3 ათასწლეულით.

image



მოთხილამურე ადის ზაგროსის ერთ–ერთ მწვერვალზე – თანამედროვე ირანის უდიდესი ქედი.

image



კრამიტით მოპირკეთებული კედელი ქალაქ შირაზში ნასირ არ–მულქის მეჩეთში. ვარდების მეჩეთი, როგორც მას უწოდებენ, მე–19 საუკუნეში აშენდა და ქალაქის ერთ–ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა.

image



ხედი ზემოდან ირანის სამხრეთ სანაპიროზე.

image



ჩაის სახლი ქალაქ ქერმანში.

image



პარასკევის მეჩეთი ან ჯამის მეჩეთი ქალაქ ესფაჰანში. მეჩეთის მშენებლობა 771 წელს დაიწყო, მაგრამ მშენებლობა მთლიანად დასრულდა მე–20 საუკუნეში.

image



დიდი ბაზარი ქალაქ ესფაჰანში.

image



ქალები პარასკევის ლოცვის დროს იმამის მეჩეთში, რომელიც მე–17 საუკუნეში აშენდა. ტურისტებს იზიდავს შენობის უნიკალური აკუსტიკა – ყველაზე შორეული კუთხიდან ჩურჩულის მოსმენა, როდესაც ნებისმიერი ხმა ან შრიალი შენობაში ექოსავით ისმის.

image



ქურთების სოფელი პალანგანი. სახლები ქვედა სახლების სახურავზეა აგებული. წინა სახლების სახურავები ეზოდ გამოიყენება.

image



შაჰ ჩერახის მავზოლეუმი ქალაქ შირაზში.

image



ძველი სპარსეთის ქალაქ პერსეპოლისში სასახლის ნანგრევები, რომელიც წარმოიშვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე VI-V საუკუნეებში.

image



ქალები ლოცულობენ რამადანის წმინდა თვის ბოლოს, თეირანში.

image



თუთიყუში ელოდება მორიგ კლიენტს, რომ „ჰაფიზის მიხედვით უწინასწარმეტყველოს“. ჰაფიზ შირაზი მე–14 საუკუნის სპარსელი პოეტია, რომელსაც დღემდე პატივს სცემენ და ირანში ძალიან უყვართ. მისი მავზოლეუმის მახლობლად არიან ბედის ვაჭრები – თუთიყუში ირჩევს კონვერტს ჰაფიზის ნაწარმოებების ციტატებით.

image



თეირანში გოლესტანის სასახლეში, რომელიც მე–16 საუკუნეში აშენდა. გოლესტანს მარმარილოს სასახლესაც უწოდებენ, ხოლო თარგმანში მისი სახელი ნიშნავს „ვარდების სასახლეს“.

image



სულთან ამირ აჰმედის ტრადიციული აბანოს სახურავები ქალაქ ქაშანში. აშენდა მე–16 საუკუნეში.

image



სათხილამურო კურორტი დიზინი თეირანის ჩრდილოეთით.

image


საფეხმავლო თაღოვანი ხიდი მდინარე ზაიანდეზე. ხიდი აშენდა მე–17 საუკუნეში.

image



სომხური გუნდი ქალაქ ესფაჰანში, ჯულფის გარეუბანში.

image


ქალაქ ესფაჰანში წმინდა ქრისტე მაცხოვრის საკათედრო ტაძარში, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ვანკის ტაძარი. სომხურ ენაზე „ვანკი“ ნიშნავს „მონასტერს“ ან „სავანეს“.

image



სფინქსის რელიეფური სკულპტურა პერსეპოლისის სასახლის ერთ–ერთ შემორჩენილ კედელზე.

image



აზადის კოშკი ან თავისუფლების კოშკი, თეირანის არქიტექტურული სიმბოლო, რომელიც აშენდა 1971 წელს სპარსეთის იმპერიის 2500 წლისთავის პატივსაცემად.

image



ხედი ძველ ქალაქ ბამზე.

image



მამაკაცები ჩილიმის ბარში, ესფაჰანში.

image



კიბე ქალაქ პერსეპოლისში.

image



ასევე დაგაინტერესებთ:

20 წარმოუდგენელი რამ, რაც შეგიძლიათ ნახოთ ისლანდიაში

17 ფაქტი ბუტანის შესახებ - ქვეყანა, სადაც უსახლკარო არ არსებობს, ხოლო მედიცინა ყველასთვის ხელმისაწვდომია


0
359
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
Mediator image
359