x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ჩვენთვის მზე 2012 წლის 1 ოქტომბერს დაბნელდა“ - თენგო გოგოტიშვილი
image

.

მთავარი არხის ჟურნალისტი თენგო გოგოტიშვილი სოციალურ ქსელში ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დღეს მოსალოდნელ მზის დაბნელების ფაქტს ეხმაურება და წერს, რომ მათთვის მზე მაშინ დაბნელდა, როცა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები წააგო და ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლება ოპოზიციაში გადავიდა:

.


ამ პოზიციას თენგიზ გოგოტიშვილი ცალსახად და ქვეტექსტების გარეშე, პირდაპირ აფიქსირებს და მიანიშნებს, რომ მთელი ქვეყნისთვის მზე 2012 წლის 1 ოქტომბერს დაბნელდა.

.

„ხვალ მზის დაბნელებას მხოლოდ ჩრდ. ამერიკიდან ნახავენ.გურჯები ტყუილად ელით. ჩვენთვის მზე 2012 წლის 1 ოქტომბერს დაბნელდა“ - წერს თენგო გოგოტიშვილი.

.

8 აპრილს მზის სრული დაბნელება მოხდება. იგი მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკიდან გამოჩნდება და საქართველოდან ვერ დავინახავთ, თუმცა მოვლენის ყურება ონლაინ მაინც შეიძლება.

,

მზის სრული დაბნელება, უფრო ზუსტად, ჩრდილოეთ მექსიკიდან, აშშ-ის 15 შტატიდან და სამხრეთაღმოსავლეთ კანადიდან გამოჩნდება. ათწლეულებია, რაც მოვლენას ამ მასშტაბის ურბანული ტერიტორია არ დაუფარავს — იგი ჯამში 185-კილომეტრიან მონაკვეთზე გაივლის. მზის სრულ დაბნელებას დაახლოებით 32 მილიონი ადამიანი იხილავს.

,

მოვლენა საქართველოს დროით 19:42-ზე დაიწყება, თუმცა დასახლებული ადგილებიდან იგი მაშინვე არ გამოჩნდება. მთვარე მზეს სრულად 22:17-ზე დაფარავს, მოვლენას კი სხვადასხვა ადგილიდან საშუალოდ 2-4 წუთის განმავლობაში დაინახავენ,

,

დაბნელება 9 აპრილს, 00:52-ზე დასრულდება.

შეგიძლიათ, მზის სრულ დაბნელებას უყუროთ NASA-ს პირდაპირი ეთერიდან, რომელიც 8 აპრილს, საღამოს, დაიწყება:

0
97
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
97
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0