x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134527
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"გაგეცინებათ, სანიოლის ხელფასი რომ გითხრათ" - კახა კალაძე

image

თბილისის მერმა და ყოფილმა ფეხბურთელმა კახა კალაძემ "იმედის კვირასთან" ინტერვიუში საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელის, ვილი სანიოლის ხელფასზე ისაუბრა. "მილანის" ყოფილ მცველმა აღნიშნა, შეიძლება გაგეცინოთ, სანიოლის ხელფასი რომ გითხრათო.. ვალუტა არ დაუკონკრეტებია, თუმცა განაცხადა, რომ მისი ხელფასი თვეში 20 000-ს შეადგენს. ასევე კალაძემ დასძინა, ასეთი რაოდენობის ხელფასს არცერთი ქართველი მწვრთნელი არ დასჯერდებოდა.


"რას ვაფასებ ამ ადამიანში ყველაზე მეტად? მისთვის თანხა, ფინანსები მნიშვნელოვანი არასდროს ყოფილა, პირიქით... რომ გითხრათ რა ხელფასს იღებს ეროვნულ ნაკრებში, შესაძლოა, გაგეცინოთ. მისი ხელფასი 20 000-ია. დიდი შანსია, ვერ გვენახა ქართველი მწვრთნელი, რომელიც ამ თანხის სანაცვლოდ ნაკრების გაწვრთნას დათანხმდებოდა", - განაცხადა კალაძემ ფრანგ სპეციალისტზე საუბრისას.


შეგახსენებთ, ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებს სათავეში.



2021 წლის თებერვალში ჩაუდგა. ფრანგი სპეციალისტი სხვადასხვა დროს საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრებს, "ბორდოსა" და მიუნხენის "ბაიერნს" (მწვრთნელის თანაშემწის რანგში) წვრთნიდა.

0
216
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
216
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0