x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
პაპარაცების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც ვარსკვლავებს რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაუფუჭეს

image


პაპარაცები მსოფლიო შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს მშვიდად სუნთქვის საშუალებასაც კი არ აძლევენ. აბა, მათ ადგილას თქვენი თავი წარმოიდგინეთ, რამდენად სასიამოვნო იქნებოდა 24 საათის განმავლობში აბეზარი ფოტოგრაფების კონტროლის ქვეშ ყოფნა? პაპარაცები ვარსკვლავების ცხოვრების შესახებ ყველაფერს მოურიდებლად ყვებიან, იმასაც კი, რაზეც ხშირად თავად სელებრითებს გაჩუმება ურჩევნიათ. მოკლედ, წარმოგიდგენთ პაპარაცების მიერ გადაღებულ სკანდალურ ფოტოებს, რომლებმაც ვარსკვლავებს რეპუტაცია გვარიანად შეულახა.


image



ნატალია ვოდიანოვას გაუპარსავი ფეხები


image


იგი აზალიას ცელულიტიანი სხეული


image


ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფ პოპ - მომღერალს ბავშვი ლამის ხელიდან გაუვარდა, საბედნიეროდ, ჩვილი იქვე მყოფმა სელებრითის დაცვის წევრმა დაიჭირა.


image


ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მილა კუნისი მაკიაჟის გარეშე ასეთი იქნებოდა.


image



პაპარაცებმა ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მსახიობი ჰოლივუდის კლუბ "Guys & Dolls"-დან გამოსვლისას დააფიქსირეს.

image

დისტროფიკი - მადონა. პოპ-ვარსკვლავს ან განათებამ უმტყუნა ან ცუდმა რაკურსმა ან თვით საკუთარმა სხეულმა. ასეა თუ ისე, მომღერლის ფოტო მთელს მსოფლიოში ვირუსივით გავრცელდა, ხოლო პოპ -დივას გალეულ მკლავებს პრესა კიდევ დიდხანს აქტიურად განიხილავდა.



image


მაიკლ ჯექსონი ბავშვს სასტუმროს ფანჯრიდან საკუთარ ფანებს უჩვენებს. ასეთი საქციელი პოპ - მუსიკის "მეფედ" აღიარებულ მომღერალს საზოგადოებამ სისასტიკედ ჩაუთვალა.


image


ფოტოზე კლუბიდან გამოსულ ქეით მოსს ხედავთ, რომელსაც შარვალი თეთრი გაურკველი ნივთიერებით აქვს დასვრილი, რომელიც სავარაუდოდ, ან პუდრია ან აკრძალული ფხვნილი.




image


1986 წელი, ნიუ-იორკი.... შონ პენი აბეზარ ფოტოგრაფს ვინი ძუფანტს ფიზიკურად უსწორდება. მსახიობი და მისი მეუღლე მადონა საკუთარ ბინასთან პაპარაცების თავდასხმის ობიექტები გახდნენ, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ფოტო სხვა პაპარაცის, რონ გალელას მიერ არის გადაღებული.


image


ფოტოგრაფმა 2007 წელს "Playboy"-ის გარდაცვლილი ვარსკვლავის ანა ნიკოლ სმიტის ფოტოსთვის 1, 5 მილიონი დოლარი მიიღო, ხოლო "Splash News & Picture Agency"-მა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ვარსკვლავს ხელოვნური სუნთქვა და გულის მასაჟი უკეთდებოდა კიდევ უფრო შთამბეჭდავ თანხად შეიძინა.

image


ბრედ პიტისა და ანჯელინა ჯოლის პირველი ერთობლივი ფოტო. კადრი გამოცემამ 500 ათას დოლარად იყიდა, სანამ მტკიცებულებები გამოჩნდებოდა მათი რომანი მხოლოდ დაუსაბუთებელი ჭორი იყო.





0
444
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
444