x
image
Yoona
იცით, რატომ გვირჩევდა კონფუცი, რომ არავის არაფერი ვუთხრათ საკუთარ თავზე?
ყველასთვის ცნობილია ფრაზა ჰოლივუდური ფილმიდან: „ყველაფერი, რასაც იტყვით, შესაძლებელია გამოყენებულ იყოს თქვენს წინააღმდეგ“. ამას დაკავების პროტოკოლის ფორმალურ ნაწილად აღვიქვამთ, მაგრამ ასე არ არის. ამ მოკლე წინადადებაში იმალება ჭეშმარიტება, რომელსაც ბევრი ჩვენგანისთვის ცხოვრების გამარტივება შეუძლია. ჩინელი ფილოსოფოსი კონფუცი თვლიდა, რომ რაც უფრო ნაკლებს ილაპარაკებთ საკუთარ თავზე სხვებთან, მით უკეთესი.



image



ჯერ კიდევ ბავშვობაში ვრწმუნდებით, რომ ენა ჩვენი მტერია. აღიარების შემდეგ ხშირად ვიღებდით არა პატიებას და გაგებას, არამედ სერიოზულ ცემას. ზრდასრულ ასაკში, თავშეუკავებლობის შედეგები შეიძლება იყოს სერიოზული და შეუქცევადი. როცა სხვებს საკუთარ თავზე უყვებით, რისკავთ, რომ თქვენი სიტყვები არასწორად გაიგონ და წარმოუდგენელი მასშტაბის პრობლემები გამოიწვიონ.



image




ეს ეხება არა მხოლოდ უცხოებს, არამედ ოჯახის წევრებსაც. რაც არ უნდა მწარე იყოს აღიარება, ღალატი იშვიათი არ არის. სწორედ ამიტომ, ებრაელები შვილებს ასწავლიან მარტივ, მაგრამ მნიშვნელოვან წესს:



„არასოდეს უთხრა მეგობარს ის, რაც შენმა მტერმა არ უნდა იცოდეს. ჯერ არ იცით, რამდენ ხანს გაგრძელდება თქვენი მეგობრობა“.



ეს ყველას რომ ახსოვდეს, ამდენი კონფლიქტი შეიძლება არ მომხდარიყო! ჯერ კიდევ ძველად ხალხმა იცოდა, რომ ადამიანის ძალა ემოციების კონტროლის უნარში მდგომარეობს. ძლიერი ნებისყოფის მქონე ადამიანებს შეუძლიათ გაჩუმდნენ, როცა მთელი ხმით ყვირილი უნდათ, და იციან, როგორ არ უპასუხონ უხეშად აშკარა თავხედობას.



ვერავინ იწინასწარმეტყველებს, როგორ გამოიყენებს სხვა ადამიანი მისთვის მიწოდებულ ინფორმაციას. ზედმეტის თქმით რისკავთ მტრის ხელში ჩააგდოთ იარაღი, რომელიც ადრე თუ გვიან თქვენს წინააღმდეგ იმოქმედებს. საუბრისას თავის კონტროლი ადვილი არ არის. ბევრი ადამიანი თვლის, რომ გულწრფელობას სხვების გულის მოგება შეუძლია.



ენას კბილი დააჭირეთ

ბრიტანელმა ფსიქოლოგებმა ჩაატარეს კვლევა და დაადგინეს, რომ ადამიანების უმეტესობას საერთოდ არ ახსოვს, რას ეუბნებიან. მხოლოდ კომუნიკაციის შთაბეჭდილება ახსოვთ. თანამოსაუბრის მოსაწონებლად საკუთარ თავზე ბევრი ლაპარაკი არ ღირს. საკმარისია, ყურადღებით მოუსმინოთ, თემას უპასუხოთ და ხანდახან კომპლიმენტებით წაახალისოთ.



image



საკუთარ თავზე მუდმივი საუბრით უკუშედეგს მიიღებთ. განსაკუთრებით მაშინ, როცა რთულ პერიოდს გადიხართ. ერთხელ მოგისმენენ, მეორედ, მესამედ, უფრო გითანაგრძნობენ, შემდეგ თავს აგარიდებენ. არავის სჭირდება სხვისი პრობლემები, ყველას თავისი ყოფნის. ყველას, კეთილსაც და თავაზიანსაც, მოთმინების ზღვარი აქვს.



თქვენს შესახებ ხალხს ბევრი არ მოუყვეთ. თუ გეგმებს გაუზიარებთ, დაგცინებენ, თუ თქვენს შიშებს გაუზიარებთ, პარანოიით შეპყრობილად მოგნათლავენ. თქვენს ოცნებებს გააუფასურებენ, თუ ახდება, შეშურდებათ. თუ საუბარში რამეს გააკრიტიკებთ ან კარგ რჩევას გასცემთ, შეიძლება განაწყენდნენ.



ადამიანებთან კომუნიკაციით თვითპრეზენტაციას ვქმნით. ჩვენი ისტორიები აყალიბებს აზრს ჩვენზე და მოგვიანებით მისი შეცვლა რთულია. ბევრი ამას იყენებს. წუწუნებენ, რომ სინანული გამოიწვიონ, ან, პირიქით, ტრაბახობენ და ცრუობენ, რომ წარმატებული გამოჩნდნენ. სხვის აზრზე დამოკიდებული ვართ და ეს ცუდია.



image



ძველმა ფილოსოფოსმა სენეკამ თქვა:



„უფრო მნიშვნელოვანია, რას ფიქრობთ საკუთარ თავზე, ვიდრე სხვების აზრი თქვენზე“.



ბევრი დაეთანხმება ამას, მაგრამ ძნელია იპოვოთ ადამიანი, რომელიც ამ სიბრძნეს იცავს. თვითშეფასება ხშირად ასოცირდება სხვა ადამიანების მოსაზრებებთან, რის გამოც ირგვლივ ამდენი პათოსია.



ჩინელმა ბრძენმა კონფუციმ, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე–5 საუკუნეში ცხოვრობდა, თავის მოწაფეებს მისცა დარიგება:



„არასოდეს თქვა რაიმე კარგი ან ცუდი თქვენს შესახებ. პირველ შემთხვევაში, არ დაგიჯერებენ, მეორეში – გააზვიადებენ“.



როგორც ჩანს, ამ წესის დაცვით ბევრი პრობლემის თავიდან აცილება შეიძლება. თუ მაინც გსურთ გულის ამოღება, უმჯობესია პროფესიონალ ფსიქოლოგს დაუკავშირდეთ. სხვათა შორის, ის პრობლემის მოგვარების პოვნაში დაგეხმარებათ.



ასევე დაგაინტერესებთ:

ემოციური სიმწიფის 7 ნიშანი ფროიდის მიხედვით

9 ღირებული გაკვეთილი კონფუცისგან, რომელიც თქვენს ცხოვრებას სამუდამოდ შეცვლის

10 რამ, რაც ნათესავებსაც არ უნდა გაუმხილოთ

ყველაზე ძვირფასი ცხოვრებაში არის არა ის, რაც გვაქვს, არამედ ის, ვინც გვყავს

სოფლის მღვდელმა მასწავლა სამი რამის გაკეთება, სანამ სახლიდან გავალ


0
683
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
683