x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ტურებმა მოცვის პლანტაციების მდლობელებს კატასტროფული ზიანი მიაყენეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში
image
ტურა, რომ საძაგელი მტაცებელია ბევრ თქვენთაგანს უჩემოდაც გეცოდინებათ, რადგან შინაურ ფრინველს და პირუტყვს მუსრს ავლებს, მსხვილფეხა საქონელს ვერ მოერევა მარტო, მაგრამ ხროვა თუ დაესხა თავს მოზრდილ დეკეულსაც ესხმიან თავს, ცხვარს და თხებსაც არ ინდობენ, არც გოჭებზე ამბობენ უარს.
მკითხველს გაუჩნდება კითხვა: სად შინაური ცხოველების განადგურება და სად მოცვის პლანტაციებიო?

აგიხსნით დაწვრილებით ყველაფერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი მეურნეობა და კოლმეურნეობა იყო საბჭოთა კავშირის დროს, რომლის დაშლის მერე პრივატიზაციის" ნაცვლად "პრიხვატიზაცია" (ბოდიშს ვუხდი მკითხველს რუსული სლენგის გამოყენებისათვის) ჩატარდა, ვისაც კი გავლენა ჰქონდა ათობით ჰექტარი მიწა ჩაიგდო ხელში გროშებად, მათ შორის ჩემი წინაპრების კუთვნილი მიწები სოფელ ონარიაში სააკაშვილის ხელისუფლებამ ისე წაიღო არც კი უკითხავს მიწები გაფორმებული იყო თუ არა და იტალიურ კომპანია "ფერეროს" გადასცა.


სხვაგანაც ანალოგიური სიტუაციები შეიქმნა, ფაბიკა-ქარხნები დაშალეს და გროშებად გაიტანეს თურქეთში ჯართად, მაგრამ ამაზე არ ვისაუბრებ.
ქალაქის გარდა სოფელიც მაქვს, სადაც ვატარებ ძირითად დროს, ჩემი სოფლის მიმდებარე ყოფილი საბჭოთა მეურნეობების (ნარაზენში და ხეცერაში) ტერიტორიაზე მთლიანად დარგეს მოცვი, საუბარია ასეულობით ჰექტარ მიწაზე და სწორედ ამ პლანტაციების მფლობელებს აყენებს უზარმაზარ ზარალს ტურები.
საქმე იმაშია, რომ მოცვის პლანტაციას დიდი რაოდენობით ჭირდება ზაფხულში წყალი, რომელსაც მოხცვს აწვდიან სპეციალური სარწყავი სისტემით.


ზამთარში წყლის მილები, რომ არ გაიყინოს მილებს უკეთებენ დამცავ გარსს თბოიზოლაციის სახით, სადაც ასობით ვირთხა იდებს ბუდეს გამოსაზამთრებლად, სწორედ მათზე ნადირობენ ტურები ხროვებად და თბოიზოლაციასთან ერთად მასიურად აფუჭებენ წყლის მილებს, ტურას საკმაოდ ძლიერი ყბები და კბილები აქვს საიმისოდ, რომ პლასტმასის მილები გახვრიტოს ან გადაღრღნას. საუბარია ათეულობით ჰექტარზე განადგურებულ მილებზე, რომელთა ყიდვა, მოტანა და ხელახლა დამონტაჟება, რაც დამიჯერეთ ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.


შვებულებაში ვიყავი სამსახურიდან და ვინაიდან მგელი შემოეჩვია სოფელს, ნებართვა გაიცა მის მოსაკლავად, რადგან უამრავი ოჯახი დააზარალა. სწორედ მგელზე ნადირობისას მოცვის პლანტაციებზე დარაჯებმა მოგვცეს ტერიტორიაზე გადასვლის ნებართვა მფლობელთან შეთანხმებით, პლანტაციას ვიდეოთვალები, ეგრეთ წოდებული "ამერიკანკა" აკონტროლებს, მაგრამ სანამ დარაჯი კვადროციკლით მიდის ადგილამდე, ტურებს უკვე დაზიანებული აქვთ საკმაოდ დიდი მოცულობის მილები, თან ისე აღდგენა-შეკეთებას არ ექვემდებარება და შესაცვლელია.



ისეა ტურა მომრავლებული მოსახლეობის ეზოებიდან მიჰყავთ ქათმები, ინდაურები და არც ხბოს ან დეკეულის "შეხრამუნებაზე" ამბობენ უარს.
აუცილებელია ტურების რაოდენობის გამოხშირვა, მაგრამ ამისთვის ნებართვის მიღებას იმდენი "ჩალიჩი" და ჩინოვნიკური ბარიერების გადალახვაა საჭირო, ყველას ხელი აქვს ჩაქნეული. მოცვის პლანტაციების მფლობელები კი ძალიან დიდ და გაუთვალისწინებელ დანაკარგს განიცდიან ტურების გამო.

თან ეს საზიზღარი ადამიანი შემცხადებელი ქალივით კივის, წარმოიდგინეთ 10-ზე მეტი ტურა, რომ თითქმის ერთ ხმაზე იწყებს კივილს რა შემზარავი მოსასმენია.


ტურის კვალის მგლის კვალისგან გარჩევა მარტივია, მგელის თათის ზომა ბევრად დიდი ზომისაა.


მართალია ბუნების დამცველები ამბობენ რომ ტურების რაოდენობა მაქსიმუმ 2000 თუ იქნება საქართველოში, მაგრამ ეს მცდარი აზრია, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ტურებზე ნადირობა ნებართვის გარეშე აკრძალულია, ტურრების მაკეობის პერიოდი 61-63 დღეა და 5-6 ლეკვს ყრის.
სხვათაშორის ტურა ერთადერთი მტაცებელია, რომელიც ნადავლს ნაწილებად ჰყოფს და სხვადასხვა ადგილებში მარხავს, რათა სხვა მტაცებლებისაგან დაიცვას, სხვა რამითაცაა ტურა განსხვავებული, ტურებს აქვთ "ძიძების ინსტიტუტი", როცა მშობლები ნადირობენ, ლეკვებს "ძიძები" უვლიან, ეფერებიან, ეთამაშებიან და ბუნაგიდან გარეთ გასვლას უკრძალავენ მშობლების დაბრუნებამდე.
ერთი სიტყვით ტურა საკმაოდ დიდ ზიანს აყენებს ქართულ ეკონომიკას, რადგან მოცვის პლანტაციების მფლობელ ბიზნესმენს გადასახადის სახით საკმაოდ სოლიდური თანხა შეაქვს სახელმწიფოს ბიუჯეტში.

აი როგორ კივიან ტურები, ვიდეო გადაღებულია საყდრისის შემოგარენში.

0
202
4-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
202