x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134549
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
რა რაოდენობის თანხას მიიღებს საქართველოს ნაკრები "უეფა"-სგან?
image

წუხელ უდიდესი გამარაჯვება იზეიმა მთელმა ქვეყანამ, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა პენალტების სერიით 4:2 დაამარცხა საბერძნეთის ნაკრები და ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა.


ამ გამარჯვებისთვის "უე­ფა"-ს­გან ჩენი გუნდი 9.25 მლნ ევ­როს მი­ი­ღებს. სწო­რედ ეს თან­ხა აქვს ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას გა­მო­ყო­ფი­ლი თი­თო­ე­უ­ლი ნაკ­რე­ბის­თვის.


ამასთან ერთად "უეფა" ფეხ­ბურ­თის 24 გუნდს, რო­მე­ლიც ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ის ფინალურ ეტაპზე იას­პა­რე­ზებს, 331 მი­ლი­ონ ევ­როს გა­და­უხ­დის. თუმ­ცა მათ­გან "უეფა" 2, 4 მლრდ ევ­როს კო­მერ­ცი­ულ მო­გე­ბას ელის.



ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასული გუნდებიდან, ყველა იმ ნაკრების ეროვნული ფედერაციები, რომელიც პირველ ჯგუფურ ეტაპზე სამივე თამაშს მოიგებს, "უეფა"-სგან მაქსიმუმ 28.25 მლნ ევროს გადასცემს.


კიდევ ერთი, კლუბები "უეფა"-სგან მიიღებენ დამატებით 240 მილიონ ევროს საკუთარი მოთამაშეების ეროვნულ ნაკრებებში გაშვების გამო.


შეგახსენებთ, რიგით მე-17 საფეხბურთო ჩემპიონატი ევროპის ქვეყნის ნაკრებ გუნდებს შორის გერმანიაში 2024 წლის 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება. სულ იქნება 51 შეხვედრა, ფინალი შედგება ბერლინის “ოლიმპიაშტადიონზე."


საქართველო F ჯგუფში იასპარეზობს, სადაც მისი მეტოქეები იქნებიან თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი. პირველ თამაშს ჩვენი ნაკრები 18 ივნისს გამართავს თურქეთთან. ქვეჯგუფიდან შემდეგ ეტაპზე, პირველ მეორე ადგილზე გასული გუნდი გადის.



0
78
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
78
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0