"გადავწყვიტე, რომ ნერვების შედღლეზა არ მიღირდა"- რას წერს ნინო ჯანგირაშვილი
27 მარტი, 9:17
ჟურნალისტი და ტელეკომპანია "კავკასიის" დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი საბერძნეთისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებთა დაპირისპირებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და ევროპის ჩემპიონატზე გასვლა საქართველოს ნაკრების გარდა, ასევე უკრაინასაც მიულოცა, რომელმაც ისლანდია დაამარცხა:
"30 წლის წინ გადავწყვიტე, რომ ერთი ბურთის გორაობისთვის ნერვების შედღლეზა არ მიღირდა. მას შემდეგ აღარ გამიხედავს იქით. სამშობლოს ხათრით ჩავერთე დღეს და აი, კარგი გაძლება მოგცათ თქვენ რა. რას ეკვლევინებით
ოღონდ გილოცავთ ხალხოოოო!
უკრაინამ ისლანდიას მოუგო რამდენიმე წუთის წინ და ევროპის ჩემპიონატზე გადის! ერთად გვევლოს სულ გამარჯვებებისკენ"- წერს ნინო ჯანგირაშვილი სოციალურ ქსელში.
შეგახსნებთ, რომ საქართველოს ნაკრები ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საპლეიოფო ფინალში საბერძნეთს უმასპინძლა, რომელიც პენალტების სერიით 4:2 დაამარცხა და "ევრო - 2024"-ის საგზურიც მოიპოვა.