x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
რატომ არ ატარებენ ბოშა ქალები შარვლებს და რატომ ეკრძალებათ მათ მისი ჩაცმა? მიზეზი მართლაც გაგაოცებთ!

image


დაკვირვებული თვალის მქონე მოქალაქეები ქუჩებში ბოშების დანახვისას მათ გარეგნობაში ერთ საინტერესო დეტალს აუცილებლად შეამჩნევდა - ბოშა ქალს შარვალი არასდროს აცვია.


image


როგორც მოხუცები, ასევე ახალგაზრდები დარსა თუ ავდარში ყოველთვის ძალიან გრძელ ქვედაბოლოებს ატარებენ, მეტიც, პატარა ბოშა გოგონების შარვალში ან შორტებში ნახვაც კი პრაქტიკულად შეუძლებელია. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? და საიდან იღებს სათავეს ბოშა ქლების მიერ ასეთი გრძელი ქვედაბოლოების ტარების ტრადიცია? დღევანდელ სტატიაში სწორედ ამის შესახებ ვისაუბრებთ.


image


მიზეზი ძალიან მარტივია და ის ძველ ბოშურ ტრადიციებში მდგომარეობს, რომელსაც თანამედროვე ბოშები დღემდე გულმოდგინედ იცავენ. როგორც ირკვევა გათხოვებამდე ბოშა ქალებს შარვლის ტარება არ ეკრძალებათ, შესაბამისად, ზოგიერთი ახალგაზრდა, თანამედროვე ბოშა გოგონა მასზე უარს დღემდე არ ამბობს.

image


თუმცა გათხოვილ ქალს შარვლის და სხვა მსგავსი "კაცური" სამოსის ტარება მკაცრად ეკრძალება. უპირველეს ყოვლისა, ამის გაკეთებას მათ მეუღლე უკრძალავს, რომელსაც ოჯახში ბოშა ქალი ბოლომდე ემორჩილება (მაშინაც კი თუ მას ქმარი გულზე დიდად არ ეხატება).



image


ბოშათა ოჯახებში დღემდე მკაცრი იერარქია სუფევს, სადაც მთავარ ადგილს ქმარი იკავებს, მაგრამ თუ იმ ფაქტს გავითვალისწინებთ რომ ბოშა გოგონების 90% ძალიან ადრე თხოვდება (13-14 წლის ასაკში), ძალიან ცოტა თუ ასწრებს ცხოვრებაში შარვლის ერთხელ მაინც მორგებას. ქორწილის შემდეგ კი ბოშას შარვლის ტარება უკვე აღარ შეუძლია, ვინაიდან მისი ჩაცმა მეუღლისა და გვარის უპატივცემულობად ითვლება.


image


ხოლო აი, რაც შეეხება მოკლე ქვედაბოლოებს, მათი ტარება ბოშა ქალებს ასევე ეკრძალებათ. ნებისმიერი ბოშასთვის შიშველი ფეხის ნაწილის გამოჩენაც კი არა მხოლოდ პირადი სირცხვილი, არამედ გარშემომყოფების საშინელი შეურაცხყოფაც გახლავთ. ბოშებს მიაჩნიათ, რომ ქალებში ყველაფერი რაც კი წელს ქვემოთაა "სიბინძურეა", ამიტომ მათი აზრით, სხეულის ეს ზონები სამარცხვინო და მანკიერია, შესაბამისად მათი საჯაროდ დემონსტრირება ამიტომაც იკრძალება.


image


სწორედ ამ მიზეზით, ბოშა ქალების ქვედაბოლოების სიგრძე ფეხის თითებამდე აღწევს - ფეხის მოშიშვლება სანტიმეტრითაც კი არ შეიძლება, იგივე ეხება მოტკეცილ შარვლებსაც, ვიწრო შარვალში გამოწყობილი ქალი ან გოგონა ბოშათა გარემოცვაში ვულგარულად ითვლება. ბევრ ბოშას საკუთარი თავი შარვალში ვერც კი წარმოუდგენია - მათთვის ეს ისეთივე უცხო "ხილია", როგორც კაცებისთვის - ქალის ქუსლიანი ფეხსაცმელი.


image


სხვათა შორის, როგორც ეს შეცდომით არის მიჩნეული, ყველა ბოშა, მრავალფენიან ქვედაბოლებს არ ატარებს. ძველად, ღარიბი ოჯახის ქალები ერთდროულად ტანზე რამდენიმე ფენა ქვედაკაბას მართალია ატარებდნენ, თუმცა ახლა უკვე ამის საჭიროება აღარ დგას.








0
323
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
323