x
მეტი
  • 30.04.2024
  • სტატია:134528
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
5 გემრიელობა, რომელიც პროვოცირებას უწევს კიბოს!
ჯანმრთელობა - არის ორგანიზმის ნორმალური მდგომარეობა, როდესაც ორგანიზმის სტრუქტურები და მათი ფუნქციები შეესაბამება ერთმანეთს და ორგანიზმის მარეგულირებელი სისტემები ძალმოსულნი არიან შეინარჩუნონ ორგანიზმის შინაგანი გარემოს მუდმივობა ანუ ჰომეოსტაზი.




image



ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ის რომ ყოველდღიურ ნორმალურ გამღიზიანებელზე ის მოქმედებს ადეკვატური რეაქციით, რომლის ხასიათი, სიძლიერე, მოქმედების ხანგრძლივობა შეესაბამება გამღიზიანებელს. ჯანმრთელი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ასეთი მცნება, როგორიც არის ნორმა. მაგ: ნორმალური ტემპერატურა, ნორმალური გულის ცემა, ნორმალური წნევა, ნორმალური სუნთქვა და ასე შემდეგ. თუმცა გარემო პირობები, გენეტიკური ფაქტორი, სამუშაო გარემო, კვება და სხვა ყოველდღიური რაღაცები იწვევენ ნორმალური ფუნქციის მოშლას და მის გაურესებას.




შეიძლება არ იცხოვროთ მკაცრი აკრძალვებით გარკვეული რაღაცებისა და კვების მიმართ, მაგრამ უბრალოდ უნდა მიატოვოთ ეს საკვები, თუ გსურთ იყოთ ჯანმრთელი.




5 გემრიელობა, რომელიც პროვოცირებას უწევს კიბოს!





1. გაზიანი სასმელები. ტკბილი გაზიანი სასმელები შეიცავს ბევრ საღებავს, არომატიზატორს და სხვა მავნე ნივთიერებებს. დამატკბობელი ასპარტანი, რომელსაც ხშირად იყენებენ ასეთ სასმელებში, ხელს უწყობს სიმსუქნესა და დიაბეტს. გარდა ამისა, მან შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის ქვების წარმოქმნა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები.




2. შოკოლადის ფილები. შოკოლადის ფილები, განსხვავებით ჩვეულებრივი შავი შოკოლადის ფილებისგან, შეიცავს შაქრის უზარმაზარ რაოდენობას, რომლებიც ძალიან საზიანოა ჯანმრთელობისთვის.




3. სოსისი. სოსისები, კუპატები და მსგავსი ძეხვეული შეიცავს უამრავ სოიოს, ტრანს ცხიმებს, გემოს გამაძლიერებლებს და კონსერვანტებს. ასეთი პროდუქტების შემადგენლობას არაფერი აქვს საერთო ბუნებრიობასთან და ნამდვილ ხორცთან, რაც ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის.

image




4. ცხიმიანი ხორცი. მართალია, ნატურალური ხორციც შეიძლება საზიანო იყოს. ღორის და სხვა ცხიმოვანი ხორცი შეიცავს ქოლესტერინს, რომელიც ბლოკავს სისხლძარღვებს.




5. ჩიფსები. ამერიკელი მეცნიერები გვთავაზობენ სპეციალური მარკირების შემოღებას, რომელიც მყიდველებს გააფრთხილებს ჩიფსის საშიშროების შესახებ. ისინი შეიცავს უამრავ მარილს და არომატიზატორებს და შემწვარია იაფფასიან ზეთში, რომელიც არაჯანსაღია. გარდა ამისა, ჩიფსის მომზადებისას გამოიყოფა აკრილამიდი, ნივთიერება, რომელიც ხელს უწყობს სიმსივნეების განვითარებას.








0
160
4-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
160
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0