x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134548
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
Economist: რუსეთის, ჩინეთისა და ირანის ალიანსი დასავლეთისთვის კოშმარად გადაიქცევა

image
რუსეთის ფედერაციას, ჩინეთსა და ირანს შორის ალიანსი შეერთებული შტატებისა და მისი მოკავშირეებისთვის კოშმარად გადაიქცევა. ამის შესახებ The Economist იტყობინება.



გამოცემა აღნიშნავს, რომ დასავლეთის ზეწოლას სანქციების საშუალებით მოჰყვა სამი სახელმწიფოს გაერთიანება საერთო მტრის წინაშე. რუსეთმა, ჩინეთმა და ირანმა მხარი დაუჭირეს მრავალპოლარული სამყაროს იდეას, „სადაც ამერიკას მმართველობა აღარ ექნება“, ხაზს უსვამს გამოცემა.




სტატიის ავტორმა დასძინა, რომ სამი ქვეყანა არის ერთი და იგივე საერთაშორისო კლუბის წევრი, მაგალითად, BRICS -ი, რომელიც ასოცირდება ხუთი სწრაფადგანვითარებადი ქვეყნის სახელწოდებასთან. წარმოადგენს, თანასწორობის პრინციპზე შექმნილ ხუთი ქვეყნის სახელმწიფოთაშორის გაერთიანებას მათ შორის საერთაშორისო ვაჭრობა იზრდება, მუშავდება გეგმები უბაჟო ბლოკებისა და ახალი გადახდის სისტემებისთვის. ეს ყველაფერი შეერთებული შტატებსა და მის მოკავშირეებს „კოშმარად“ გადაქცევით ემუქრება.




მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსული ნახშირის მიწოდება ჩინეთში პირველ ორ თვეში წინა წელთან შედარებით 22%-ით შემცირდა და 11, 5 მლნ ტონამდე შეადგინა. მიზეზი იმპორტის გადასახადები იყო, რომელიც პეკინმა ადრე შემოიღო.

0
88
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0