x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
მოსკოვში «კროკუს სიტი ჰოლში» მომხდარი ტერაქტის უცნაურობანი და ამ ტერაქტში უკრაინული კვალის გამორიცხვა

image
მარალია პუტინს ერჩივნა მოსკოვში მომხდარი ტერაქტი უკრაინელებისათვის "მიეკერა", მაგრამ ეს არ გამოუვიდა, რადგან ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ისლამური ხალიფატი", საკუთარ თავზე აიღო ტერორისტულ აქტზე პასუხისმგებლობა.
პუტინს ახასიათებს საკუთარ ქვეყანაში მსგავსი ტერაქტების მოწყობა, რათა შემდეგ ეს გარკვეული მიზნებისათვის გამოიყენოს, როგორც ეს მოხდა რუსეთში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქება და ტერაქტის ჩჩნებისათვის გადაბრალებით მეორე სამხედრო კომპანიის წამოწყება "იჩქერიის" წინააღმდეგ, რაცაც ჩეჩენი ერის გენოციდი მოჰყვა. არც ახლა იყო პუტინისგან დიდად გასაკვირი, დაევალებინა საკუთარი სპეცსამსახურებისათვის აღნიშნული ტერაქტი, რათა უკრაინაში ჩავარდნილი სამხედრო ოპერაციის ახალ ფაზაში გადასაყვანად ტერაქტის ფონზე საყოველთაო მობილიზაცია გამოეცხადებინა.
შურისძიების მოწოდებას კი "ზიმბირებული" საზოგადოების მხრიდან სრული მხარდაჭერა მოჰყვებოდა. დიმიტრი მედვედევმა მოვლენებს წინ გაუსწრო და ტერაქტი უკრაინის სპეცსამსახურებს გადააბრალა, მაგრამ ჰოი საოცრებავ-ტერორისტულმა ორგანიზაციამ "ისლამურმა ხალიფატმა" ტერაქტი საკუთარ თავზე აიღო.
ტერორისტები მოქმედებდნენ სამხედრო თვალსაზრისით უშეცდომოდ, მოქმედებდნენ სწრაფად და პროფესიონალურად, მათ შენობის ფოიეში შესვლისას არც მძევლების აყვანა უცდიათ და არც დაცვასთან დაუწყიათ კინკლაობა, ავტომატური იარაღებიდან დაცვის უსწრფესი ლიკვიდაციის შემდეგ შევიდნენ დარბაზში, გახსნეს ცეცხლი, პარალელურად გააჩინეს ხნძრის მძლავრი კერა და გასვლის დროსაც ორგანიზებულად მოახდინეს უკანდახევა, ინტენსიური ცეცხლის წარმოების ფონზე.
პრაქტიკულად ტერორისტებს შეცდომა არ დაუშვიათ მოქმედებებში, მთელ ოპერაციას მოანდომეს 18 წუთი და ობიექტს გაეცალნენ საკმაოდ მოძველებული "რენოს" მარკის მანქანით.

მაგრამ აქ იწყება მეორე "სერია", რომელიც შორსაა პროფესიონალების მოქმედებისგან, ტერორისტები მანქანით გადაადგილდებიან სკმაოდ შორ მანძილზე ბრიანსკის მიმართულებით იმავე მანქანით. არ იშორებენ მანქანას და მოსკოვიდან 393 კილომეტრით დაშორებულ ქალაქამდე გადაადგილდებიან უკვე ძებნაში მყოფი მანქანით.
არცერთი პროფესიონალი ტერორისტი თუ დივერსანტი ამგვარ იდიოტობას არ დაუშვებდა, მეტიც იგივე რუსი სამხედრო ანალიტიკოსები ამბობენ, რომ ბრიანკსში დაკავებულები და ტერაქტის მონაწილეები სრულიად განსხვავებული პირები არიან.
დიდი ალბათობით, ტერორისტები მშვიდობიანად გაეცალნენ ტერაქტის ადგილს "რენოს" მარკის მანქანით, მაგრამ გზაში მანქანა გადასცეს იმ პირებს, რომლებიც იქნენ დაკავებული ბრიანსკში. ბუნებრივია "ახაგამოჩეკილ ტერორისტებს" გადაუხადეს საკმაო თანხა, რათა აღნიშნული მანქანით გადაადგილებულიყვნენ ბრიანსკის მიმართულებით, სადაც დააკავეს კიდეც.
ერთერთი დაკავებული ისეა გაოგნებული დაკავების დროს, აშკარაა მოვლენების ასეთ განვითარებას ნამდვილად არ ელოდა,
ჭკვიანმა ტერორისტებმა ფულს დახარბებული იდიოტები გამოიყენეს, თავად კი მშვიდობიანად გაეცალნენ სახიფათო სიტუაციას.
რუსული სპეცსამსახურებისათვის ხელსაყრელი იყო თუნდაც "ახალგამოჩეკილი ტერორისტების" დაკავება და კამერების წინ მათი გამოჩენა და დაკითხვა.
როგორც წესი ტერორისტებს ან ადგილზევე ანადგურებენ ან თავზე ნაჭერ წამოცმულს ყოველგვარი დაკითხვის გარეშე არიდებენ დაკავების ადგილიდან, რაც მიმყარებს ვარაუდს, რომ დაკავებულებს მომხდარ ტერაქტთან არაფერი აკავშირებთ, გარდა იმისა, რომ საკმაოდ მსუყე გასამრჯელოს სანაცვლოდ დათანხმდნენ მანქანის გადაყვანას ბრიანსკში.
ამ "ახალგამოჩეკილ ტერორისტებს" ოდნავი ჭკუა, რომ ჰქონოდათ, მანქანას სადმე ტყეში დაწვავდნენ ნივთმტკიცებებთან ერთად (იარაღები, ჯავშანჟილეტები, საბრძოლო მასალა).

მანძილი მოსკოვიდან ბრიანსკამდე.

image
"რენოს" მანქანა მოსკოვიდან ბრიანსკამდე 5 საათისა და 22 წუთის მანძილზე გადაადგილდებოდა, რაც თავის მხრივ დამაფიქრებელია, ცენტრალურ მაგისტრალზე დიდი სიჩქარით მიმავალი მანქანა ამხელა დროის მანძილზე რატომ არ გააჩერა არავინ, მით უფრო როცა მანქანა ძებნაში იყო, სხვათაშორის ნომრებიც კი არაა მანქანაზე შეცვლილი. ისმევა კიხვა, რუსული სპეცსამსახურებიდან ვინმე მაღალჩინოსანი ხომ არ იყო ტერორისტების უსაფრთხოდ გასვლაში დაინტერესებული?

სამწუხაროდ დღეს გახდა ცნობილი, რომ ტერაქტს ერთი ქართველი მამაკაცი ემსხვერპლა რუსი ეროვნების მეუღლესთან ერთად.



0
127
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
127