x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134554
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
1 აპრილიდან გერმანელები მარიხუანას ლეგალურად მოიხმარენ
image

გერმანიაში, სამედიცინო საზოგადოებისა და რამდენიმე მხარის წარმომადგენლის პროტესტის მიუხედავად, კანაფის ლეგალიზება მოხდა. კანონპროექტი, რომელიც მანამდე ბუნდესტაგმა დაამტკიცა, ბუნდესრატიც გაიარა - ორგანოს საკანონმდებლო სხდომა YouTube არხზე გადაიცემოდა.



ინიციატივის დამატებით დასამტკიცებლად და გერმანიის პარლამენტში გადასაგზვნად ბოლო კენჭისყრა გაიმართა მაგრამ ხმების საჭირო რაოდენობა ვერ დააგროვა. ასე, რომ გერმანელებმა გადაწყვიტეს, რომ კანაბისი უნდა იყოს!


კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს შორის იყო საქსონიის პრემიერ მინისტრი მაიკლ კრეჩმერი. მისი თქმით, მარიხუანას ლეგალიზაცია არის ღია პანდორას ყუთი, რომელსაც ახლა უკვე ვეღარავინ დაკეტავს





"მე მინახავს ბევრი ადამიანი, რომელიც ნარკოტკიების ბოროტად გამოყენების გამო იმდენად სერიოზულად დაავადნენ, რომ ... რომ ისინი ვერასოდეს დაუბრუნდნენ ნორმალურ ცხოვრებას. და მე ვესაუბრე ბევრ ექიმს, რომლებმაც გაგვაფრთხილეს, რომ ამ გზით არ წავსულიყავით." -აღნიშნა კრეჩმერმა


კანონპროექტის წინააღმდეგი იყო ექიმთა ასოციაციებიც. ექიმები უმნიშვნელოდ მიიჩნევენ იმ არგუმენტს, რომ ლეგალიზებაზე იუარის თქმა ნარკოტიკების შავი ბაზრის აღზევებას გამოიწვევს.


ბავარიის ჯანდაცვის მინისტრი ჯუდიტ გერლახი დარწმუნებულია, რომ შავი ბაზარი არავითარ შემთხვევაში არ გაქრება. ისინი შესთავაზებენ მძიმე ნარკოტიკებს და იგივე კანაფს კანაბინოიდების უფრო მაღალი შემადგენლობით.


თუმცა, გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი კარლ ლაუტერბახი არ დაეთანხმა თავის კოლეგას და აქტიურად შეუწყო ხელი ლეგალიზაციას, რაშიც წარმატებას მიაღწია.


ბუნდესტაგში 407-მა დეპუტატმა მხარი დაუჭია კანონპროექტს. წინააღმდეგი იყო 226, ოთხმა კი თავი შეიკავა.


1 აპრილიდან უკვე ლეგალურად ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მცენარის შენახვა და მოშენება.

0
226
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
226
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0