x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
იმდენი გენერალი, რამდენიც საქართველოს ჰყავს, შესაძლოა "ნატოს" წევრი ქვეყნების უმეტესობას არ ჰყავდეს
image
დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული საქართველოში იმდენს კაცს მიანიჭეს გენერლის წოდება სათვალავი აგერევათ.


ამ სურათზე გენერალი დევი ჭანკოტაძე (მარცხნივ) და გენერალი მაუკა ყურაშვილი არიან.


ცოდვას ვერ ვიტყვი ჭანკოტაძე პროფესიონალი სამხედროა, უმაღლესი კლასის არტილერისტი, მაგრამ ერთი უზარმაზარი შავი ლაქა გასდევს მის ბიოგრაფიას.
აღნიშნული გენერალი ქვეყნის პირველი პრეზიდენტის დამხობის აქტიური მონაწილეა და ჰაუბიცით ბომბავდა იმ შენობას, სადაც ახლა როგორც პარლამენტის დეპუტატი ზის.


რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ამ გენერალს თანამოძმეების სისხლში აქვს ხელი გასვრილი.



მართალია გენერალ მამუკა ყურაშვილს თანამოძმეების სისხლში არა აქვს ხლები გასვრილი, მაგრამ არასწორი პიროვნებაა, გახსოვთ ალბათ 2008 წლის ომში დამარცხების მერე როგორ აკრიტიკებდა პრეზიდენტ სააკაშვილს, ახლა კი მისი მეხოტბეების მოწინავე პოზიციებზეა.


ისე კი უნდა ითქვას, რომ ამ მებრძოლმა გენერალმა ჯარს გამოასწრო სამაჩაბლოდან უკან დახევის და ქაოტური გაქცევის დროს.

მხედრიონელი, ბრიგადის გენერალი გიორგი ვაშაკიძე, რომელსაც არანაირი სამხედრო განათლება არ მიუღია და წოდება მიიღო მხოლოდ იმიტომ, რომ ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი გახლდათ, ბრძოლით ნამდვილად იბრძოლა აფხაზეთში, თავი "გამოიჩინა" წალენჯიხაში ერთი ქუჩის გადაწვით.

image
გენერალი გიორგი კალანდაძე, თავბრუდამხვევი კარიერის მქონე ახალგაზრდა ბრიგადის გენერალი, 2008 წლის ომში მეოთხე ბრიგადის მეთაური.

image

კალანდაძემ წოდება მიიღო საჩუქრად პრეზიდენტი სააკაშვილისგან. საჩუქრად, რადგან ეს სამხედრო ოფიცერი, არცერთ სამხედრო ოპერაციაში არ მონაწილეობა 2008 წლამდე გარკი სამხედრო განათლების მიუხედავად, როგორც ბრიგადის მეთაურმა კი 2008 წელს სრული ფიასკო განიცადა, ბრიგდის მთელი ტექნიკა პრაქტიკულად დაუტოვა რუს აგრესორებს და ოს სეპარატისტებს.


სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: მისი დაჭრა არ მომხდარა საბრძოლო ვითარებაში, მიატოვა ბრიგადა და თბილისისკენ გაიქცა გაგანია ომის დროს.

ძალიან ბევრ გენერალს ჩამოვთვლიდი, რადგან ქართული გენერალიტეტის უდიდეს ნაწილს პირადად ვიცნობ და ვიცი რა "დამსახურებისთვისაც" მიიღეს გენერლის წოდება.


პარტიული ნიშნით დაყოფილი გენერალიტეტი ომს კი არა ბრძოლასაც კი ვერ მოიგებს ვერასოდეს.


ქართველი გენერლებიდან, ვაფასებ ბატონ თევზაძეს, ბატონ კაპანაძეს, ბატონ ვლადიმერ ჩაჩიბაიას კი განსაკუთრებით, როგორც მებრძოლ გენერალს და ძალიან კარგ პიროვნებას.

გიორგი ყარყარაშვილზე საერთოდ არ ვსაუბრობ, ამ ადამიანმა ყველაფერი გაიღო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის და როგორც სამხედრო და როგორც მებრძოლი დამსახურებულად იმსახურებს გენერლის წოდებას.

სატირალი, რომ არ იყოს სასაცილოა. ერთი პოლკოვნიკი, რომელიც საკმაოდ ცნობილია საქართველოში, როგორც ათასგვარი ჰიპოთეზის ავტორი და საპატიო დოქტორი, "МАЗ"-ის მძღოლი იყო და არანაირი სამხედრო განათლება არ გააცნია, მეტიც დიპლომი, რომელსაც ახლა ფლობს ორღობეში გახსნილ ინსტიტუტში "მიახლაფორთა".

ერთი პერიოდი ჩვენში-სამხედროებში ანეგდოტად დადიოდა ერთი რეალური ფაქტი.
"ამერიკელი გენერალი ატარებდა შეხვედრას ქართველ ოფიცრებთან, გადახედა კაცმა დარბაზს და გენერლებით თითქმის გადავსებული დარბაზის დანახვაზე იკითხა, სხვა წოდების ოფიცრები რატომ არ ესწრებიან შეხვედრას?
დარბაზის ფანჯარა გამოაღო ერმა გენერალმა და იქვე ეზოში მყოფ ოფიცრებს უყვირა, პოლკოვნიკები ამოვიდნენ სასწრაფოდ დარბაზში"!!!

აფხაზეთის, სმაჩაბლოს 2004 და 2008 წელს დამარცხებულ ქვეყანას ამდენი გენერალი საიდან ჰყავს ან რა საჭირონი არიან ვერ ვხვდები.
ერთი ბრიგადის გენერალი, რომელსაც თითი თითზე არ დაუდია თავდაცვის სამინისტროში ერთერთი მიმართულების სარდლობისას, ახლა ანალიტიკოსი და მამალი "ოცნების" დამცველია.

"სამშობლო-ღირსება-პროფესიონალიზმი"-ესაა ჩემი, ერთი ქართველი ოფიცრის დევიზი და არა ვიღაცის ქება-დიდებაში წოდების მიღება.

0
391
7-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
391