x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
ანეკდოტები და სახალისო ფრაზები

image


— რატომ ეჩხუბე მას?

— მან თავისი ასაკის გამოცნობა მთხოვა.

— მერე რა?

— გამოვიცანი…

***

— შვილო, დრო მოვიდა, რომ პრინცი იპოვო.

— რას ამბობ დედა, ჯერ ადრეა... რაში მჭირდება?

მამა, დივნიდან:

— შენნაირი ცხენი, პრინცის გარეშე არ უნდა დადიოდეს…

***

ებრაელების ოჯახში:

— აბრაამ, დღეს ბარათი მოგიტანეს, რომელზეც აღნიშვნა – "პირადად" იყო.
— მართლა, სარა? მერედა, შიგნით რა ეწერა?

***

— იზი, ჩაი გააქვთ?
— არა.
— ყავა?
— ჩაი გვაქვს.

***

— სარა ჩაის ახალი პაკეტი ავიღე, ძველს ძაფი მოსძვრა.

— და ხელები რისთვის გაქვს?! ვერ მიაკერე?

***

წიგნი მირჩიეს, როგორ "ვებრძოლოთ უძილობას" – დილამდე ვკითხულობდი.

***

ბგერის სიჩქარე უცნაური ფენომენია, რასაც მშობლები 20 წლის ასაკში გეუბნებიან, შენამდე 40 წლის ასაკში აღწევს...

***

რაბინოვიჩს მსუბუქი მეძავი აეკიდა და უთხრა, რომ 50 დოლარად ყველაფერს გაკეთებდა... ახლა გამოიცანით, მის სახლში შპალერი ვინ გამოცვალა?

***

ბავშვი სკოლიდან დაბრუნდა და მშობლებს უთხრა:
— დღეს დედას ვხატავდით!
— წინა ჯერზეც ხომ დედა დახატეთ! – გაიკვირვა მამამ.
— მასწავლებელი როგორც შემოვიდა კლასში, მაშინვე ყვირილი დაიწვი: "დახატეთ, თქვენი დედაც!"

***

ორი ქერა საუბრობს:

— ოქროს თევზს რას სთხოვდი?
— ჯადოსნურ ჯოხს!

***

სათამაშო მოედანზე მამა ასწავლის ქალიშვილს:
— ვინმემ თუ გაწყენინა, მაშინვე ნიჩაბი ჩაარტყი!
— მამა, მე ხომ გოგო ვარ?!
— შეგიძლია ვარდისფერი ნიჩაბი აიღო...

***

პარასკევი, პარასკევის გამო კი არა, შაბათის გამო გვიყვარს...

***

ქმარი ცოლს ურეკავს:
— ალო, სად ხარ.
— ჯოჯოხეთში – უპასუხა ქალმა.

— სკოლიდან რომ გამოხვალ, გადმომირეკე...

***

— მამა iPhone 15 მიყიდე, რა.
— მერე, ჯადოსნური სიტყვა სად არის?
— ლანა!
— ლანა? ეს რას ნიშნავს?
— შენი საყვარლის სახელია.
— ალბათ, ქეისიც დაგჭირდება, არა?!

***

საყვარელი ქმარს გაურბის... პარკში შეირბინა და ხედავს, რომ იქვე ახლოს, შიშველი მამაკაცის ქანდაკება დგას და ერთი კვარცხლბეკი თავისუფალია. ბევრი არ უფიქრია, მასზე დადგა და პოზა მიიღო. უეცრად გვერდიდან ხმა შემოესმა:

— იდიოტო, წინდები გაიხადე... თორემ, ყველას "დაგვწვავ".

***

მამაკაცები – წამებულები არიან. ისინი ყოველთვის იტანჯებიან: ან ქალების ყურადღების ნაკლებობის გამო, ან მისი სიჭარბისგან... უფრო ხშირად კი, რაღაც სისულელეების გამო.

***

როგორც წესი, გოგონებს თოჯინები უყვართ, ბიჭებს კი, – ლამაზი მანქანები... მაგრამ ეს, 17 წლამდე – შემდეგ, ყველაფერი პირიქით არის.

***

ღამე თუ არ უნდა ვჭამოთ, მაცივარში შუქი რატომაა?

***

ფსიქოთერაპევტთან მიღებაზე:
— ექიმო – უიღბლო ვარ!
— ადამიანის, რომელსაც ჩემი მომსახურების ფასის გადახდა შეუძლია, რთულია უიღბლო ვუწოდოთ.

***

სამედიცინო საიტზე არსებული ფორუმიდან:
— გამარჯობა, ექიმო. ორი პრობლემა მაქვს და ამიტომ გაწუხებთ... საქმე იმაშია, რომ 15 ულუფა ნაყინი მივირთვი და ახლა ყელი მტკივა და თავში რაღაც ხმაური მაქვს. რა უნდა ვქნა?
— მეც მოგესალმებით! ყელისთვის, ცხელი ჩაი დალიეთ, ჟოლოს მურაბით. ხოლო, თავთან დაკავშირებით, არ ინერვიულოთ – ეს, უბრალოდ, ქარია.

***

— საყვარელო!
— მიღალატე... და რანაირი საყვარელი ვარ?!
— რომ არ მეღალატა, მაშინ ერთადერთი იქნებოდი...

***

ცენტრალურ სადაზვერვო სააგენტოში (CIA) კილერის ვაკანსიაზე კონკურსი ტარდებოდა. ბოლო დავალება ასეთი იყო: კონკურსანტი ოთახში უნდა შესულიყო და პისტოლეტით საკუთარი ცოლი უნდა მოეკლა.

პირველმა კანდიდატმა მაშინვე თქვა უარი.
მეორე შევიდა ოთახში... ნახევარი საათის შემდეგ, გაოფლიანებული გამოვიდა:
— არა, არ შემიძლია, ვერ მოვკლავ – თქვა მან.
ოთახში მესამე შევიდა, გაისმა კივილი, ხმაური... 5 წუთის შემდეგ, კონკურსანტი გამოვიდა:
— რა ნაძირალები ხართ, ტყვია ფუჭი იყო, და მისი მოკვლა ტაბურეტი მომიხდა!

***

იყავით კეთილგანწყობილნი შვილების მიმართ! გახსოვდეთ – სწორედ მათ უნდა იზრუნონ თქვენზე, როდესაც მოხუცდებით.

***

მესამე დღეა ერთი კაცი უდაბნოში დახეტიალობს. უეცრად, ბოთლი დაინახა. გახსნა და იქიდან ჯინი ამოვიდა:
— ნებისმიერი სურვილი მითხარი! ყველაფერს აგისრულებ.
— სახლში მინდა.
ჯინმა მას ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. მამაკაცი აღშფოთდა:
— სახლში მალე მინდა რომ მივიდე!
— მაშინ, გავიქცეთ! – უთხრა ჯინმა.

***

ყველა რატომ ამბობს, რომ ქალებს ფული გვიყვარს? – არა, არ გვიყვარს! უბრალოდ დააკვირდით, რა სიჩქარით ვიშორებთ მას თავიდან?!

***

ქმარი, ცოლის გარეშე – იგივეა, რაც მუხა, კოდალას გარეშე.

***

— რა, პრინც ელოდები, თეთრი "ლექსუსი"?

— არა… მთავარია, ადამიანი იყოს კარგი. ხოლო, "ლექსუსი" რა ფერის იქნება, – მნიშვნელობა არა აქვს…

***

როდესაც მეუღლეს ვარჩევდი, შევკრიბე ნაცნობი გოგონები და დავიყვირე: ჭკვიანები – მარცხნივ, ლამაზები – მარჯვნივ. ერთი ყოყმანობდა... და სწორედ მასზე დავქორწინდი!

***

— მამა, ვინ არიან ალკოჰოლიკები? – გაიხედე, ხედავ 4 ხეს? ალკოჰოლიკის, ის რვად მოეჩვენებოდა. გაიგე?

— გავიგე, მამა. მაგრამ, იქ რომ 2 ხე არის?..

***

დედამ შვილს კოსმეტიკა უყიდა – "პატარა ფერია".

მამაკაცმა სიცილი დაიწყო და ცოლს ჰკითხა:

— შენთვის რას იღებ: "გამოცდილი კუდიანი"?

***

google თუ გაქვს, ტვინი არ გჭირდება.


image

არხის სხვა სიახლეები:


* ალა პუგაჩოვა: "ნორმალური ადამიანი რუსეთში დაბრუნებას არ აპირებენ"

* 5 კრიმინალური გამოცანა, ერთი დეტექტივის პრაქტიკიდან (პასუხები აქვს)

* კატები – ჩვენი ოჯახის "კუდიანი" წევრები (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით)

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
485
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
485
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0