x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134560
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
ვინ არის მკვლელი? – კრიმინალური გამოცანები (პასუხები აქვს)

image


1. მკვლელობა ოფისში


ვიდრე ინსპექტორი ვინტერსი ჯონ სტალის მყუდრო ოფისს ათვალიერებდა, ბარტ რიმ თქვა:
— მე ხელი არაფრისთვის მიხლია, ტელეფონის გარდა. მაშინვე თქვენ დაგირეკეთ.
ჯონ სტალის გვამი იყო მაგიდის უკან, გაცვეთილ ხალიჩაზე. მის მარჯვენა ხელთან დიდი ფრანგული რევოლვერი იდო.
— მომიყევით, რა მოხდა, – თქვა უცბად ინსპექტორმა.
— ჯონმა მთხოვა აქ მოსვლა, – დაიწყო რიმ. – როგორც კი მოვედი, მაშინვე დაიწყო ყვირილი თავის ცოლზე და ჩემზე. მე მას ვუთხარი, რომ მართალი არ იყო. მაგრამ ჯონი ისეთ ხასიათზე იყო, როგორიც ხარს აქვს წითელი ქსოვილის დანახვის დროს. მე ვერ შევძელი მისი დამშვიდება. საერთოდ, როდესაც ძალიან იყო გაბრაზებული, ვეღარ ხვდებოდა რას აკეთებდა. უეცრად ის წამოხტა ყვირილით: "მე შენ მოგკლავ!" ერთი მოძრაობით გააღო მაგიდის ზედა უჯრა, ამოიღო რევოლვერი და მესროლა. მეც საპასუხოდ, მაშინვე ვესროლე. ეს თავდაცვა იყო.
ჩაფიქრებულმა ინსპექტორმა ფანქარი შეურჭო რევოლვერის ლულას და ზევით ასწია. გააღო მაგიდის ზედა უჯრა და იარაღი შიგნით ჩადო.
— რი – კერძო გამომძიებელია, - უთხრა საღამოს ინსპექტორმა მერიდიტს. – პისტოლეტი მის სახელზე არის რეგისტრირებული. ამ პისტოლეტიდან გაისროლეს სასიკვდილო ტყვია. ჩვენ ვნახეთ ტყვიაც ფრანგული რევოლვერიდან, მაგიდის პირდაპირ, კედელზე – რომელიც რის თქმით, ჯონმა ისროლა. პისტოლეტზე აღმოაჩინეს მისი თითის ანაბეჭდები, მაგრამ მას არ ჰქონდა იარაღის ტარების უფლება.
— იმედი მაქვს, თქვენ უკვე დააკავეთ რი მკვლელობის მოტივით? - შეეკითხა მერიდიტი.
— სხვა რა უნდა გამეკეთებინა? მან უკვე ყველაფერი აღიარა.


კითხვა: რა შეცდომა დაუშვა რიმ?


2. არქტიკის მკვლევარი


სემ ჯეიმს ჰარვი, მოხუცი მოგზაური და არქტიკის მკვლევარი, საკუთარ სახლში მოკლული იპოვეს. სახლიდან გაქრა 400 000 დოლარი, რომელსაც მეცნიერი სეიფში ინახავდა. მაგრამ პოლიცია დარწმუნებული იყო, რომ ფული ისევ სახლში იყო და ისეთ რაღაცაში იდო, რაც თავად მკვლელმა მიიტანა. ჯეიმს ჰარვის სახლში მკაცრი წესები მოქმედებდა: მასში შესვლა ყველას თავისუფლად შეეძლო, იქიდან გამოსვლის კი არა. ყველას ჩხრეკდნენ, მსახურებსაც კი. იმ დღეს, როდესაც მეცნიერის ქონება აუქციონით უნდა გაეყიდათ, დოკტორ მერიდიტი შეუერთდა შერიფ მონაჰანს მკვლევარის სახლში.

— დღეს ყველაფერს გაყიდიან, – უთხრა შერიფმა.
აუქციონი დაიწყო და გასაყიდად გამოიტანეს სერ ჰარვის კოლექცია, რომელშიც შედიოდა: არქტიკიდან ჩამოტანილი რამდენიმე ფიტული – ორი თეთრი დათვი, პინგვინი და სამი თევზი; გარდა ამისა, ესკიმოსების ნაირ-ნაირი სამოსი და ამ სამოსისთვის განკუთვნილი აქსესუარები და იარაღი.
— მკვლელი ახლა სახლშია, – თქვა შერიფმა. – მაგრამ ჩემი ხალხი ყველას თვალთვალს ვერ შეძლებს.

— დამშვიდდით, – უთხრა მერიდიტმა. – ის ამ ოთახშია და მზად არის ნივთი შეიძინოს.



კითხვა: როგორ მიხვდა მერიდიტი?


3. სიკვდილი ჰაერში


როგორც კი ძველი თვითმფრინავი გამოფრინდა ნიგერიიდან, ბორტზე ძლიერი ჯანჯღარი დაიწყო. დაახლოებით, ფრენიდან ნახევარი საათის შემდეგ, მერიდიტის ფიქრები ჯანჯღარის შეწყვეტის სურვილებით, ბორტგამცილებელმა შეაწყვეტინა.

— დოქტორო მერიდიტ, სასწრაფოდ მობრძანდით, თუ შეიძლება.
იმით კმაყოფილი, რომ ის ცნობადი სახე იყო, მერიდიტმა პილოტების კაბინისკენ გაიკვლია გზა. პირველ სკამზე მკვდარი ადამიანი იჯდა, რომელსაც მკერდში დანა ჰქონდა გაყრილი. სავარძლის გვერდით პატარა მაგიდა იდგა, რომელზეც მკვეთრად გამოხატული კალიგრაფიით დაწერილი ფურცლები ელაგა.

— ტვირთის დეკლარაციებს ვავსებდი, – თქვა ბორტგამცილებელმა. ხუთი წუთის წინ ხრიალი მომესმა, მაგრამ საეჭვოდ არაფერი მივიჩნიე. ერთი წუთის წინ მოვიხედე და მგზავრი ასეთ მდგომარეობაში ვიპოვე.
მერიდიტმა მოიარა თვითმფრინავის სალონი. ცხრამეტ ადგილიან თვითმფრინავში, მხოლოდ სამი მგზავრი იყო: სალონის შუაში, ერთ ბატონს ეძინა, წინდების ამარა. ერთი ფეხსაცმელი ძირს ეგდო, ხოლო მეორე – მის გვერდით, სავარძელზე. დანარჩენი ორი მგზავრი, ახალგაზრდა წყვილი იყო. ვაჟს გოგონას მარცხენა ხელი ეჭირა, რომელიც სავარძელზე მიყრდნობილი იყო და პირი ჰქონდა ღია. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ძალიან ეშინოდა.
მერიდიტმა პილოტს სთხოვა, პოლიცია გამოეძახა და როდესაც თვითმფრინავი დაჯდა, პოლიციელს უთხრა:
— დააპატიმრეთ...


კითხვა: ვინ?


4. მოკლული ცოლი


დოკტორ მერიდიტმა დაასრულა მარინა პეიჯის გვამის დათვალიერება, რომელიც სახლში, ხალიჩაზე იწვა.

— მის პეიჯი, თავში, ამ პისტოლეტის ტარის ჩარტყმით მოკვდა, – თქვა ცნობილმა დეტექტივმა, – მას, ალბათ, 5-ჯერ ან 6-ჯერ ჩაარტყეს.
პისტოლეტი გვამის გვერდით იდო – კოლტ НП. შერიფმა მონაჰამ ფრთხილად აიღო იარაღი და თითის ანაბეჭდებზე შეამოწმა.
— მე მის ქმარს დავურეკე, სამუშაოზე იყო – თქვა შერიფმა, – და ვუთხარი, რომ კარგი იქნებოდა, სასწრაფოდ თუ მოვიდოდა სახლში. არ მიყვარს სიკვდილის შესახებ შეტყობინების გადაცემა. თუ შეიძლება, თქვენ უთხარით, რომ ცოლი მოუკვდა.
— კარგი, – დათანხმდა მერიდიტი, რომელიც იმას აკვირდებოდა, თუ როგორ დებდნენ გვამს მანქანაში. შემდეგ ის დაჯდა და ჯონ პეიჯს დაუწყო ლოდინი.
მანქანა უკვე წავიდა, როდესაც აღელვებული ქმარი სახლში დაბრუნდა.
— რა მოხდა? სად არის მარინა?
— მე ძალიან არ მსიამოვნებს თქვენთვის ამის თქმა, მაგრამ ის, დაახლოებით, ორი საათის წინ მოკლეს, – უთხრა მერიდიტმა. – თქვენმა მზარეულმა გვამი იპოვა და მაშინვე შერიფი გამოიძახა. მე თითის ანაბეჭდები ვერ აღმოვაჩინე იარაღზე და ლაბორატორიაში გადავგზავნი, რომ უკეთესად შეისწავლონ.
პეიჯს სახეზე კუნთი შეუთამაშდა, როდესაც მან, სპეციალურ პარკში მოთავსებული, პისტოლეტი დაინახა.
— იპოვეთ ის ცხოველი, რომელმაც მარინა სცემა. მე 50 ათას დოლარს ჯილდოს სახით ვაწესებ, მისთვის, ვინც მკვლელს იპოვის!
— გაუფრთხილდით თქვენს ფულს, – უთხრა მერიდიტმა მას. – მკვლელის პოვნა არც ისე რთული იქნება!


კითხვა: რატომ?image


პასუხები:


1. რის შეცდომა ის იყო რომ, მან ინსპექტორს უთხრა, ხელი არაფრისთვის მიხლიაო. უჯრა კი დაკეტილი იყო. არა და თქვა, რომ ჯონმა რევოლვერი უჯრიდან ამოიღოო. გასროლამდე ის უჯრას არ დაკეტავდა, ამიტომ უჯრა ღია უნდა ყოფილიყო.

2. პინგვინები არქტიკაში არ ბინადრობენ და არქტიკის მკვლევარს არ ექნებოდა პინგვინის ფიტული. ის გეოგრაფიის არმცოდნე მკვლელმა მიიტანა და სწორედ პინგვინის ფიტულში იყო სეიფიდან დაკარგული ფული.

3. ბორტგამცილებელი. ის აშკარად იტყუებოდა. დეკლარაცია მკვეთრი კალიგრაფიით იყო შესრულებული, რომელიც მისი თქმით, ფრენის დროს შეავსო. ჯანჯღარი თვითმფრინავის აფრენისთანავე დაიწყო და ასეთ ვითარებაში, ლამაზად ვერ დაწერდა. სინამდვილეში, დეკლარაცია აფრენამდე შეავსო, რომ ალიბი შეექმნა.

4. იმიტომ რომ, მკვლელი - ქმარია. მერიდიტს მისთვის არ უთქვამს სიკვდილის მიზეზი. პისტოლეტის დანახვის დროს, ქმარს უნდა ეფიქრა, რომ ის იარაღით მოკლეს და არა ცემით.


image

არხის სხვა სიახლეები:


* რატომ ჩამარხეს სფინქსი ძველმა ეგვიპტელებმა?

* ვიეტნამი, ანუ "სამხრეთში მცხოვრები ტიტულიანი ერი" (15 ფოტო)

* 7 ფაქტი ძველი რომის შესახებ, რასაც სკოლაში არ ასწავლიან

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
258
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
258
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0