x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134549
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508610
პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ბედნიერი და უბედური ქვეყნები დასახელდა
image

ლიეტუვა პოსტსაბჭოთა სივრცეში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად იქნა აღიარებული.




გამოქვეყნდა World Happiness Report -ის მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების რეიტინგი, რომელიც შედგენილია გაეროს და Gallup-ის მიერ.


ზოგადად, უკვე რამდენიმე წელია ლიდერები "ბედნიერების მხრივ" არ იცვლებიან, უკვე მერამდენედ, ყველაზე ბედნიერ ქვეყნად ფინეთი დასახელდა, მას მოჰყვებიან დანია, ისლანდია, შვედეთი და ისრაელი.



ჩვენი მხრივ კი გაავანალიზეთ მონაცემები და შეგვიძლია დაავასახელოთ პოსტსაბჭოთა სივრცის ყველაზე ბედნიერი და უბედური ქვეყნები.



პოსტსაბჭოთა რესპუბლიკებიდან საუკეთესო შედეგი ლიეტუვას აქვს - მსოფლიო რეიტინგში მე-19 ადგილი დაიკავა. შემდეგი კვლავ ბალტიის ქვეყნებია: ესტონეთი (34-ე ადგილი), ლატვია (46-ე ადგილი), მას მოსდევს შუა აზია:უზბეკეთი (47-ე ადგილი) და ყაზახეთი (49-ე ადგილი). უფრო ქვემოთ არიან მოლდოვა (71-ე ადგილი), რუსეთი (72-ე ადგილი), ყირგიზეთი (75-ე), სომხეთი (82), ტაჯიკეთი (88), საქართველო (91-ე), აზერბაიჯანი (101-ე) და უკრაინა (105-ე). რეიტინგში საერთოდ არ მოხვდნენ თურქმენეთი და ბელარუსი, ასე რომ მათი ადგილები გაურკვეველია.



მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდობა ყველაზე ბედნიერ დროდ ითვლება, დასავლეთ ევროპაში და განსაკუთრებით ჩრდილოეთ ამერიკაში, 15-დან 24 წლამდე ახალგაზრდები ხანდაზმულებთან შედარებით თავს ნაკლებად ბედნიერად გრძნობენ. სწორედ ამიტომ, რომ 30 წლამდე ადამიანებს უფრო უბედურად მიაჩნიათ თავი 2024 წელს, 12 წლის განმავლობაში პირველად, შეერთებული შტატები არ მოხვდა პირველ ოცეულში და მხოლოდ 23-ე ადგილი დაიკავა.


ყველაზე ბედნიერი ახალგაზრდების მქონე ქვეყნები ( 30 წლამდე) არიან - ლიეტუვა, ისრაელი, სერბეთი, ისლანდია და დანია. მოლდოვამ 29-ე ადგილი დაიკავა, ხოლო ბალტიისპირეთის რესპუბლიკებმა, ლატვიამ და ესტონეთმა ასევე შედარებით მაღალი ადგილი დაიკავეს: შესაბამისად, 31-ე და 44-ე ადგილი.


რუსეთი და სხვა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები რეიტინგში შედარებით ახლოს არიან ერთმანეთთან: რუსეთმა 68-ე ადგილი დაიკავა, ყაზახეთი ერთი ციფრით ჩამორჩა, უზბეკეთი 71-ე, სომხეთი 72-ე, საქართველო 78-ე, ყირგიზეთი და უკრაინა - 82-ე. უმძიმესი მდგომარეობაა ტაჯიკეთსა და აზერბაიჯანში, რომლებიც 89-ე და 95-ე ადგილზე არიან.


ყველაზე ბედნიერი ხანდაზმული ადამიანები (60 წელზე მეტი), World Happiness Report დასკვნის მიხედვით, ცხოვრობენ სკანდინავიის ქვეყნებში: დანიაში, ფინეთში, ნორვეგიაში, შვედეთსა და ისლანდიაში. რაც შეეხება პოსტსაბჭოთა სივრცეს, რეიტინგში ყველაზე მაღალი ადგილი - 22-ე - უზბეკეთმა დაიკავა. 35-ე ადგილზეა ესტონეთი, 42-ე ყაზახეთი, 44-ე ლიტვა, 51-ე ლატვია, 55-ე კი ყირგიზეთი. რუსეთი 66-ე ადგილზეა, ხოლო მოლდოვა, ტაჯიკეთი და სომხეთი 86-ე, 87-ე და 88-ე ადგილზე არიან. ბოლო სამი ადგილი საქართველომ 91-ე, აზერბაიჯანმა - 108-ე და უკრაინამ - 115-ე დაიკავა.

0
228
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
228
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0