x
image
დავითი ჩუთლაშვილი
რამდენი მილიონერია მსოფლიოში და სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მათგანი?
მსოფლიო სტატისტიკას თუ გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ ჩვენს პლანეტაზე არც ისე ბევრი მილიონერი ცხოვრობს. 62, 4 მილიონი — ასეთია მილიონერთა საერთო რაოდენობა მთელ დედამიწაზე, რაც გლობალური პოპულაციის სულ რაღაც 0, 8 %-ს შეადგენს.


ეს კი იმას ნიშნავს, რომ მატარებლის ასადგილიანი ვაგონით რომ გემგზავრათ, რომელიც მთლიანად იქნებოდა ხალხით სავსე, მაინც დარჩებოდა იმის საშუალო ალბათობა, რომ იქ მგზავრებს შორის არცერთი მილიონერი არ აღმოჩნდებოდა.


მაგრამ მსოფლიოში კიდევ უფრო მცირეა იმ ადამიანების საერთო რაოდენობა, რომლებსაც 5 მილიონ დოლარზე მეტი ქონება აქვთ. ასეთი ადამიანების რიცხვი სულ რაღაც 8, 4 მილიონს შეადგენს, რაც დედამიწის მოსახლეობის მხოლოდ 0, 1 %-ია.


მილიონერები



თუმცა სტატისტიკას უფრო დეტალურად თუ დავაკვირდებით, ქვეყნების მიხედვით კიდევ უფრო საინტერესო დისპროპორციას აღმოვაჩენთ: ასე მაგალითად, დავინახავთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში სულაც არ არის მოსახლეობის მხოლოდ 0, 8 % მილიონერი, როგორც ეს მსოფლიო საშუალო სტატისტიკის შემთხვევაში ვიხილეთ. ამერიკაში 23 მილიონი მილიონერი ცხოვრობს, რაც თითქმის მთელი მისი მოსახლეობის 6, 9 %-ს შეადგენს.


ეს კი თავისთავად იმას ნიშნავს, რომ შეერთებულ შტატებში თითქმის ყოველი მეთოთხმეტე მაცხოვრებელი მილიონერია.


მაგრამ ამ მონაცემებს ამერიკის შტატების მიხედვით თუ განვიხილავთ, დავრწმუნდებით, რომ ზოგიერთ შტატს კიდევ უფრო საინტერესო სტატისტიკა აქვს. ასე მაგალითად ყველაზე მდიდარ ნიუ-ჯერსიში თითქმის ყოველი მეათე მაცხოვრებელია მილიონერი.


დამეთანხმებით, ეს შთამბეჭდავი რიცხვია.


მაგრამ ყველაზე მდიდარი ქალაქი მსოფლიოში მაინც შვეიცარიული ციურიხია. ამ 417, 000-იანი ქალაქის ყოველ მე-4 მაცხოვრებელს მილიონერის სტატუსი გააჩნია.


ციურიხი


აქვე, შედარებისთვის, ჩვენს მეზობელ რუსეთს რაც შეეხება, რომელსაც სამყაროს ჰეგემონობაზე აქვს პრეტენზია: მისი მოსახლეობის იმდენად მცირე ნაწილია მილიონერი, რომ ამ მაჩვენებლით პუტინის იმპერია მსოფლიოს საშუალო სტატისტიკასაც კი 4-ჯერ ჩამორჩება.


რუსების მხოლოდ 0, 2 %-ს აქვს 1 მილიონ დოლარზე მეტი ქონება. ანუ მხოლოდ 311 ათას მაცხოვრებელს, რაც უაღრესად დაბალი მაჩვენებელია თვით განვითარებადი ქვეყნისთვისაც კი.


ამ მონაცემების მიხედვით რუსეთი ძალიან წარუმატებელი ქვეყანაა, სადაც სერიოზული სიმდიდრე მხოლოდ მოსახლეობის უმნიშვნელო ნაწილს აქვს, ხოლო მოქალაქეთა უდიდესი რაოდენობა სიღარიბეში ან სიღატაკეში ცხოვრობს.


0
244
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
244
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0