x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508653
ტოპ 5 ფილმი უიმედო რომანტიკოსთათვის


უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ უიმედო რომანტიკოსების შესახებ ამ ფილმებზე მეტად კლასიკად აღიარებული, სხვა შესანიშნავი, ფილმებიც არსებობს, თუმცა დღევანდელ სიაში წარმოდგენილი ფილმები ჩემთვის გამორჩეულად უნიკალურია, თუნდაც თავისი ემოციური დატვირტვით, შეუდარებელი ქიმიითა და მსახიობების უბადლო ოსტატობით შესრულებული როლებით. მაშ ასე, წარმოგიდგენთ ტოპ 5 ფილმს, უიმედო რომანტიკოსთათვის:


1) 13-დან 30-ში (2004 წელი)


"13-დან 30-ში'', კიდევ, ერთხელ დაგვანახვებს იმას, თუ რამდენად კარგი და დასაფასებელია, ჩვენი ბავშვობის წლები, რომლიდანაც ასე ცოტა მოგონებაღა თუ შემოგვრჩენია. ასევე ფილმი გვასწავლის იმასაც, რომ საჭიროა გარშემო გვყავდეს ჩვენი საყვარელი ადამიანები, ამასთანავე, დავაფასოთ და შევამჩნიოთ, ისინი, სანამ გვიანი და სანანებელი არ გაგვიხდება ჩვენი, არასწორად, მიღებული გადაწყვეტილებები.

image


2) გადაფურცვლა (2010)


ჯულისა და ბრაისის ისტორია, ძალიან სევდიანი, მაგრამ ამავდროულად ძალზე ამაღელვებელია. ამ ფილმში, ყველაზე მეტად, ის მომწონს, თუ როგორ შეიძლება ერთი ადამიანის მიერ გაღმერთებულ სხვა ადამიანს, ის არ მოსწონდეს, თუმცა, როცა დრო გავა, თავად, ის პიროვნება, ვინ არ შეამჩნია მასზე შეყვარებული პიროვნება, თავად, გააღმერთებს მას. ანუ საბოლოო ჯამში, "გადაფურცვლა''-ში, ყველაზე მეტად მომწონს ის, თუ როგორ შეიძლება ადამიანებმა როლები, სრულიად შეუგნებლად და ზოგჯერ, უდროოდაც კი გაცვალონ, ხოლმე.

image

3) ერთი დღე (2011)


უიმედო რომანტიკოსთათვის შექმნილი ფილმების ყურების დროს, ერთ რამეს დავაკვირდი, კერძოდ იმას, რომ ეს ისტორიები, უმეტეს წილად, უიღბლო სიყვარულის ისტორიების, ბედისა და ცხოვრების გაურკვევლობის თაობაზეა ანუ კერძოდ, იმის თაობაზე, როცა არ იცი, რა გინდა, მაგრამ მაინც განაგრძნობ ოცნებას, იმ რაღაც გაურკვეველზე. სწორედ, ზემოაღნიშნულ აღწერას შეესაბამება "ერთი დღე'', რომლის ყურების შემდეგაც სევდიანი და ამავდროულად, არც ისე განაწყენებული დარჩებით.

image

4) წყალქვეშა ნავი (2010)


თუკი ჩემსავით, ინტროვერტი და ეგზისტენციალისტი ხართ, მაშინ ეს ფილმი თქვენთვისაა. ამ ფილმის შინაარსი, განსაკუთრებით, მხოლოდ, ჩვენნაირ ადამიანებს თუ მოეწონება, კერძოდ: სიმორცხვე, სიჩუმე, სიყვარულის უნიკალური ისტორია, წიგნები, კეთილი ზრახვები და რაც მთავარია კარგი მუსიკა. მეტი რამ რაღა საჭიროა?

image

5) ტუტსი (1982)


სიდნი პოლაკის "ტუტსი'', თავისი უნიკალური მუსიკით, უბადლო სამსახიობო ოსტატობითა და გენიალური, სიყვარულის ისტორიით თავის ღირსეულ ადგილს იკავებს, უიმედო რომანტიკოსთათვის შექმნილი ფილმების სიაში. ფილმი შეგვიძლია ერთი მარტივი წინადადებითაც კი აღვწეროთ: "სხვის ტყავში ვერასდროს იცხოვრებ, სანამ თავად არ გამოცდი იმას, თუ რას გრძნობს ის სხვა პიროვნება''.

image


0
101
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
101
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0