x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
ტრაგედიამდე რამდენიმე წამით ადრე: 5 ისტორიული ფოტო, რომლის მიღმაც საიდუმლოებებითა და ტრაგედიებით სავსე ისტორიები იმალება

image


ერთი შეხედვით, ყველაზე ჩვეულებრივი ფოტოც კი შესაძლოა საშინელი ისტორიის მატარებელი იყოს, ზოგიერთი ასეთი კადრი ადამიანს დანახვისთანავე ჟრუანტელს ჰგვრის. ფოტოებზე ადამიანები შეიძლება იღიმოდნენ, მხირულობდნენ, ბედნიერადაც კი გამოიყურებოდნენ, თუმცა ეს მხოლოდ ერთი შეხედვით. თქვენ წინაშეა უნიკალური, რარიტეტული კადრები, რომლებიც ტკივილისა და სიკვდილის ძალიან საშინელ ენერგეტიკას ატარებს.


1."Japan Airlines"-ის რეისი 123 -ის ფოტო, სანამ ის იაპონიის თავზე კატასტროფას განიცდის


image


იაპონიის ავიახაზების საბედისწერო რეისის ამ ფოტოზე თითქოს არაორდინარული არც არაფერი ხდება, თუმცა კადრი ავიაკატასტროფამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული, მგზავრებს ჟანგბადის ნიღბები კი უკეთიათ, თუმცა ყველა მათგანი მაინც მშვიდად გამოიყურება. 123-ი რეისის მგზავრებისთვის 1985 წლის 12 აგვისტო ერთი, სრულიად ჩვეულებრივი დღე იყო, ვიღაც დასასვენებლად მიდიოდა, ვიღაც კი ოჯახს სტუმრობდა, მაგრამ როგორც კი "Boeing 747"-ი 7, 3 კმ სიმაღლეზე აფრინდა, პილოტმა სიმაღლის კარგვის შესახებ გამოაცხადა. თვითმფრინავი 3 კმ-მდე დაეშვა, თუმცა ტოკიოს აეროპორტში დაბრუნების შანსები სულ უფრო კლებულობდა. აფრენიდან 45 წუთის შემდეგ თვითმფრინავი ტაკამაგაჰარას მთას შეეჯახა. კატასტროფის ადგილზე მისასვლელად მაშველებს 14 საათი დასჭირდათ, ბორტზე მყოფი 524 ადამიანიდან მხოლოდ ოთხი გადარჩა.





2. სიკვდილმისჯილი ქალი მონღოლეთში, 1913 წელი


image


ფრანგი ფოტოგრაფის ალბერტ კანის მიერ 1913 წელს გადაღებულ ამ ფოტოზე აღბეჭდილია ქალი, რომელსაც შიმშილით ნელი და მტანჯველი სიკვდილი მიესაჯა. კანის მტკიცებით, ქალს სიკვდილი მრუშობისთვის მიესაჯა, თუმცა მკვლევარები მის ამ ვერსიას ეჭვქვეშ აყენებენ.





3. ჯულიანა კეპკე ავიაკომპანია "LANSA"- ას რეისი 508 -ის ბორტზე ერთადერთი გადარჩენილი გახლავთ


image


ავიაკატასტროფის შემდეგ გოგონამ ჯუნგლებში 11 დღე გაატარა. 1971 წლის შობის ღამეს ჯულიანა მარგარეტ კეპკე არდადეგების სახლში გატარებას გეგმავდა, ჯულიანა დედასთან მარიასთან ერთად, როდესაც პერუში, ლიმას აეროპორტში "LANSA"-ას რეის 508-ზე ჯდებოდა, ვერც კი წარმოიდგენდა წინ რა განსაცდელი ელოდა, კატასტროფა მაშინ მოხდა, როდესაც პერუს ტროპიკული ტყის თავზე მყოფ თვითმფრინავს ელვამ დაარტყა. ამაზონის ჯუნგლების შუაგულში 2800 მეტრის სიმაღლიდან დაცემის შემდეგ, 17 წლის ჯულიანამ მაშველების საძებნელად 11 დღე იხეტიალა. გოგონას ლავიწის ძვლის მოტეხილობა, მარჯვენა თვალისა და მუხლის ჯვარედინი იოგების დაზიანება, ტვინის შერყევა და მრავლობითი ღრმა ჭრილობა აღენიშნებოდა. როდესაც ჯულიანა გონს მოვიდა, მას სხვა გზა არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ ხსნა ადგილობრივებისგან ეთხოვა: თვითმფრინავიდან მაშველებმა ის ვერ შენიშნეს, დახმარების სიგნალის მიცემა კი შეუძლებელი იყო, ზოგადად, იმ დროს ავიაკატასტროფებისას როგორც წესი, უფრო გარდაცვლილებს ეძებდნენ, ვიდრე ცოცხლებს. ჯულიანას იმ მძიმე წუთებში პანიკის, ტკივილისა და შიშის დაძლევის შესახებ ბიოლოგი მამისგან მიღებული ცოდნა დაეხმარა. გოგონა ხეტიალისას პატარა ნაკადულს წააწყდა. მას მამისგან ერთი რჩევა ახსოვდა რომელიც ყოველთვის ეუბნებოდა რომ ის ნებისმიერ სიტუაციაში წყლის კვალს უნდა გაყოლოდა, რომელიც მას ადრე თუ გვიან ხალხამდე აუცილებლად მიიყვანდა. კეპკე ასეც მოიქცა. გველების, ხვლიკების და სხვა საშიში ცხოველების გამო, გოგონას დაძინების ეშინოდა, თუმცა თავს მოდუნების საშუალებას არ აძლევდა და გადარჩენის ინსტიქტს აყოლილი სვლას კვლავ მედგრად განაგრძობდა. ხეტიალის მეათე დღეს ჯულიანამ მოტორიანი ნავი და მის გვერდით ბენზინის ქილა იპოვა. იმ დროისთვის გოგონას ჭრილობებში უკვე ლარვები ჰქონდა გაჩენილი, დაზიანებული ქსოვილებიდან მან საწვავის საშუალებით 30-მდე პარაზიტი ამოიყვანა. საბედნიეროდ, რამდენიმე საათის შემდეგ ის ადგილობრივებმა იპოვეს, გოგონამ მათ ყველაფერი უამბო, ჯულიანა აეროპორტში მყისიერად გადაიყვანეს, მე-12 დღეს კი გოგონამ კვალიფიციური სამედიცინო დახმარებაც მიიღო. გადატანილი ტრაგედიის შემდეგ ჯულიანა სრულად გამოჯანმრთელდა, ის საცხოვრებლად მამასთან, გერმანიაში გადავიდა და მის კვალს გაჰყვა - გოგონა ბიოლოგი გახდა.




4. პრინცესა დიანა აბეზარი პაპარაცების ფოტოკამერებს მანქანის უკანა სალონში ემალება, სანამ წამით ადრე პარიზის ქუჩებში ავტოკატასტროფაში დაიღუპება


image


პრინცესა დიანას ეს ფოტო გადაღებულია რამდენიმე წამით ადრე, სანამ პაპარაცებისგან თავის დაღწევის მიზნით მისი ავტომობილი დიდი სისწრაფით გვირაბში შევარდება და სამი ადამიანის სიცოხლეს შეიწირავს. შეყვარებულთან დოდი ალ ფაედთან ერთად შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ, დიანას საზოგადოების თვალისგან დამალვა სურდა. 1997 წლის 30 აგვისტოს ღამით, პრინცესამ და დოდი ალ ფაედმა "Ritz's L'Espadon"-ის რესტორანში ივახშმეს, რის შემდეგაც ფოტოგრაფებისგან თავის დაღწევა სცადეს, რომლებიც მათ ყოველ ნაბიჯს უთვალთვალებდნენ. წყვილი შავ "Mercedes" S 280-ში-ჩაჯდა, რომელსაც სასტუმროს დაცვის უფროსის მოადგილე ანრი პოლი მართავდა, მანქანა სენის მიმართულებით დაეშვა, როდესაც ავტომობილი ალმას მოედანს მიუახლოვდა, მათ ალყა ხუთმა მოტოციკლმა შემოარტყა, რეპორტიორები ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ, საშინელი ავტოკატასტროფაც სწორედ მაშინ მოხდა. დოდი ალ ფაედი ადგილზე გარდაიცვალა, დიანამ კი დილამდე, 4:57 წუთამდე იცოცხლა.





5. ბარბარა რუფსმა რბოლის დატოვების შემდეგ თავი მოიკლა



image


ეს მშვენიერი ქალბატონი 1960-იანი წლების დრაგ-რეისინგის სიმბოლო - ბარბარა რუფსი გახლავთ. ლამაზმანმა მრბოლელები და გულშემატკივრები თავისი ეფექტური გარეგნობით პირველივე გამოჩენისთანავე მოხიბლა. რუფსი რბოლებს აცოცხლებდა, უამრავი ადამიანი ტრეკზე მხოლოდ მის სანახავად დადიოდა. თავისი განსაცვიფრებელი გარეგნობისა და ნიჭის წყალობით ბარბარამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა შეერთებულ შტატებში 1970-იან წლებში დრაგ-რეისინგი განვითარებაში. სარბოლო ტრასის დატოვებიდან მალევე რუფსმა 47 წლის ასაკში სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.










0
754
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
754