x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ისეთებს მწერენ, წნევა და შაქარი ცაში მაქვს" - რამ აღაშფოთა ზურაბ სიხარულიძე

image


ქვეყანაში სასიკვდილო ნარკოტიკების უკონტროლო რეალიზაცია-მოხმარების ფაქტით აღშფოთებული ნარკოლოგი ზურაბ სიხარულიძე სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


"ბევრად უარესად ყოფილა საქმე, ვიდრე მეგონა. ისეთებს მწერენ პირადში, რომ წნევა და შაქარი ცაში მაქვს. ვცდილობ ყველას ვუპასუხო. თუ არ მოვიფოქრეთ რაღაცა, დაიღუპა ქვეყანა მართლა.. ასეთი უბედურება არ ყოფიალა. ყველა ეტაპის მომსწრე ვარ ნარკოტიკს რას შეეხება, მარა ჯერ ასეთი არ ყოფილა თავის სიმძიმით. არ ვიცი, რაღაცა უნდა გადავტეხოთ, თორემ მართლა არ ვიცი რა მოხდება".- წერს ზურაბ სიხარულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ თბილისსა და აჭარაში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით კიდევ 8 პირი დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად, ნარკოტიკული საშუალებები "კოკაინი", "მდმა", "მარიხუანა", "ექსტაზი" "ლსდ", "პსილოციბინი" და ფსიქოტროპული ნივთიერება "კეტამინი" ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






0
277
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
277