x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134558
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
ვინ იყო მერილინ მონროზე არანაკლებ პოპულარული ქალი?
image

იყო მერილინ მონრო, რომელიც არა მარტო აშშ-ს, არამედ პლანეტის სექს-სიმბოლოდ იქცა, თუმცა ცოტასთვის თუა ცნობილი ქალი, რომელიც 50-იანი წლების ყველაზე სექსუალურ ქალბატონად ითვლებოდა და მილიონობით მამაკაცი ჭკუიდან გადაყავდა.ეს გახლდათ ბეტი ბროსმერი.(Betty Brosmer)



მან მოიგო 50-მდე სილამაზის კონკურსი აშშ-ში.ის იყო თავის დროზე ყველაზე მაღალანაზღაურებადი და სასურველი მოდელი. მისი პოსტერი 200-ზე მეტ ჟურნალის გარეკანზე გამოქვეყნდა.

image


მისი სხეულის პარამეტრები საკმაოდ იშვიათი იყო:91-45-96, ბეტის საოცრად ვიწრო წელი, ფართო თეძოები და დიდი მკერდი ჰქონდა.

image

მას მიაკუთვნეს ტიტული:"50-იანი წლების იდეალური ფიგურა".


ამის გარდა ბეტი ბროსმერის სურათებით დამშვენებული იყი კალენდრები, სარეკლამო ბილბორდები, კვების პროდუქტების გარეკანები, მოკლედ ყველგან ბეტი ბროსმერი იყო.

image

მისი სამოდელო მოღვაწეობა 13 წელი გაგრძელდა იქამდე, სანამ კულტურისტ ჯო ვეიდერს არ გაჰყვა ცოლად 1961 წელს.

image

ამის შემდეგ ბეტიმ შეიცვალა მოღვაწეობის სფერო, ეწეოდა ჯანმრთელი ცხოვრების პროპაგანდას, აგრეთვე კულტურიზმის და ფიტნესის ინსტრუქტორი გახდა.

image

ბეტი მომავალშიც აქტიურად მოღვაწეობდა, მაგალითად გამოსცემდა ქალთა ჟურნალს "Shape", -ს არის აგრეთვე რამდენიმე წიგნის ავტორი.სხვათა შორის არნოლდ შვარცენეგერის აღმოჩენაში და დიდ გზაზე დაყენებაში დიდი წვლილი მიუძღვით ბეტის და მის მეუღლეს ჯო ვეიდერს.მსახიობი ამჟამად 94 წლისაა.

image


0
206
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
206
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0