x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134557
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508617
"რკინის მაიკი" აპირებს წელს ზაფხულში რინგზე "დააშოშმინოს" იუთუბერი და უკვე პროფესიონალი მოკრივე ჯეიკ პოლი
image
მიუხედავად იმისა, რომ ყველა დროის ერთერთი ყველაზე ცნობილი სუპერ მძიმეწონოსანი მოკრივე, მაიკ ტაისონი 58 წლისაა ჯერ კიდევ რინგზე გასვლის სურვილი არ ასვენებს.


ამჯერად მაიკ ტაისონი აპირებს ჭკუა ასწავლოს 27 წლის ამერიკელ მსახიობს, ბლოგერს და რაც მთავარია პროფესიონალ მოკრივეს ჯეიკ პოლს.
შეხვედრა ტაისონსა და პოლს შორის შედგება წელს ზაფხულში. შეხვედრის ტრანსლირება მოხდება "Netflix"-ზე 20 ივლისს "AT&T"-ის მოედანზე, რომელიც ტეხასის შტატში არლინგონში მდებარეობს.


პოლი არაა ხელწამოსაკრავი მოკრივე, 10 შეხვედრიდან 9 მოგება, 1 მარცხი. 4 შეხვედრა დროზე ადრე ნოკაუტით დაამთავრა.

imageimage
"მე მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა რინგზე ავალ და ამ პატარა ბიჭს, რომელიც პროფესიულ რინგზე საკმაოდ გაიზარდა ვაჩვენო, რომ ასაკი არაა რინგზე მთავარი, არამედ მოტივაცია და საბრძოლო სულისკვეთებაა მთავარი.
დროა ჟანგი მოვიშორო და პოლს ვაჩვენო თუ რა ძალა იმალება "ბებერი" მაიკის მუშტებში"-განაცხადა სპორტული გამოცემისათვის მიცემულ ინტერვიუში ტაისონმა.


რომ არა ოჯახური პრობლემები და ქუჩაში გაზრდის გამოძახილი, შესაძლოა მაიკ ტაისონი რინგიდან დაუმარცხებლად გასულიყო, ფენომენალური როკი მარჩიანოს მსგავსად.



მაიკს კარიერის მანძილზე პროფესიონალურ შეხვედრებში 50 გამარჯვება აქვს 6 დამარცხების წინააღმდეგ, 50 გამარჯვებიდან 44 შეხვედრა "რკინის მაიკმა" ნოკაუტით დაამთავრა.

შეხვედრას 80 000-იან მოედანზე გაიმართება, სადაც "ბებერი" მაიკის გულშემატკივრები და პოლის თაყვანისმცემლები ან სულაც კრივის გულშემატკივრები დაესწრებიან.


მაიკი 30 ივნისს გახდება 58 წლის. საინტერესოა თუ როგორ ფორმაშია ტაისონი და შეძლებს თუ არა კარგ ფორმაში მყოფი ახალგაზრდა მოკრივის ამბიციების დაცხრობას.

პოლის შეხვედრა ანდრე აუგუსტის წინააღმდეგ, სადაც პოლმა გადამწყვეტი დარტყმით ნოკაუტში ჩააგდო აუგუსტი.

0
62
5-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
62