x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134559
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508620
იცით, როგორ გაჩნდა პაციფიკი – მშვიდობის საერთაშორისო სიმბოლო და ომის საწინააღმდეგო მოძრაობა
პაციფიკის სიმბოლო, რომელიც წრეში ჩასმულ ჩიტის ფეხს ჰგავს, ყველასთვის ცნობილია. ის მშვიდობის, განიარაღების და ომის საწინააღმდეგო მოძრაობის სიმბოლოა. ამ ნიშნის გაჩენის ბევრი ვერსია არსებობს. ეს არ არის არც მტრედის ფეხი, არც სკანდინავიური რუნა, არც გადახაზული რაკეტა. პაციფიკის წარმოშობას აქვს გრძელი და საინტერესო ისტორია, რომელიც დაიწყო მეორე მსოფლიო ომის შემდეგ.



image



მშვიდობის სიმბოლო არსაიდან არ გაჩენილა, მას აღიარებული ავტორი ჰყავს. ეს არის ბრიტანელი დიზაინერი ჯერალდ ჰოლტომი (1914–1985), რომელმაც ერთხელ გადაწყვიტა შეექმნა ემბლემა ომის საწინააღმდეგო მოძრაობისთვის. პაციფიკი სპეციალურად შეიქმნა ბრიტანული ბირთვული განიარაღების მოძრაობისთვის CND (Campaign for Nuclear Disarmament). პროექტზე მუშაობა დასრულდა 1958 წლის 21 თებერვალს.



image




სიმბოლო ტანსაცმელზე და ბანერებზე 50 კილომეტრიანი სამშვიდობო მარშის მონაწილეებს უნდა ეტარებინათ. აქცია დაიწყო ლონდონის ტრაფალგარის მოედნიდან და დასრულდა ბირთვული იარაღის სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის (AWRE) კარიბჭესთან ოლდერმასტონში, ბერკშირში. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ყველა ასაკის ათასობით ადამიანმა დიდი ბრიტანეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ჰოლტომის თქმით, სიმბოლოს მიზანი იყო გაეძლიერებინა დემონსტრანტების გზავნილი მათთვის, ვინც მსოფლიოს მკვლელ იარაღზე მუშაობს.



შემოქმედების ტკივილები



თავდაპირველად დიზაინერს გაუჩნდა იდეა, რომ გამოეყენებინა ქრისტიანული ჯვარი და წრეში ჩაესვა. რჩევისთვის რამდენიმე სასულიერო პირს მიმართა. მათ არ მოიწონეს რწმენის სიმბოლოს საპროტესტო აქციებზე გამოყენების იდეა. ჯერალდმა დაიწყო სხვა სიმბოლოების მოძებნა, რომლებსაც ფარული მნიშვნელობა ექნებოდათ.



image


საზღვაო ფლოტში გამოყენებულმა სემაფორულმა ანბანმა მისი ყურადღება მიიპყრო. ჰოლტომმა ისესხა ორი ნიშანი N (Nuclear – „ბირთვული“) და D (Disarmament – „განიარაღება“). დიზაინერმა ნიშნები გააერთიანა და ჩასვა წრეში, რაც ჩვენი პლანეტის სიმბოლოა. მოგვიანებით ავტორმა დეტალურად აღწერა თავისი შემოქმედებითი პროცესი Peace News–ის ერთ–ერთ წერილში:



„სასოწარკვეთილი ვიყავი. ღრმად სასოწარკვეთილი. დავხატე ჩემი თავი: ადამიანი ხელებდაშვებული, ხელისგულებით გარეთ, გოიას გლეხის სტილში, დახვრეტამდე. ნახატი ხაზებით გავაფორმე და წრეში ჩავსვი. ერთი შეხედვით, ძალიან სასაცილო ჩანდა“.



image



ჰოლტომის იდეა ძალიან წარმატებული აღმოჩნდა. პაციფიკი არა მხოლოდ 1958 წლის მშვიდობის სიმბოლო გახდა. ის იქცა მშვიდობის და კაცობრიობის მომავლისკენ მოძრაობის საერთაშორისო სიმბოლო. სიმბოლოს იყენებდნენ დემონსტრანტები ვიეტნამის ომის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებზე, შეუყვარდათ ჰიპებს, ცოტა მოგვიანებით მისი გამოყენება დაიწყეს გარემოსდამცველებმა. ახლა პაციფიკი მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა.


ასევე დაგაინტერესებთ:

მშვიდობის სიმბოლო: როდის და ვინ შექმნა ცნობილი „მშვიდობის მტრედი“

0
27
1-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:Yoona
Yoona
27