x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ასეთი უღირსი საქართველოს მიწაზე არ დადის"- ვისზე საუბრობს თამარ ჩერგოლეიშვილი

image


"ტაბულას" ყოფილი დამფუძნებელი და აწ უკვე "ევროპული საქართველოს" წევრი თამარ ჩერგოლეიშვილი გიგი უგულავას განცხადებას "ფეისბუქის" პირად გვერდზე ეხმაურება და "ევროპული საქართველის" ყოფილ წევრს "უღირს მძორს" უწოდებს:


image


"ასეთი უღირსი მძორი საქართველოს მიწაზე არ დადის.


ასეთი უღირსები ქოცებიც არ არიან.


P.S. თქვენ კიდევ ვერ ხვდებით, ეს ადამიანთა მოდგმის რა მასშტაბური შეურაცხყოფაა."- წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.


"ოპოზიციური პარტიები პროგრამებით ემზადებიან არჩევნებისთვის. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? სადაც ოპოზიციის მთავარი ლიდერი, რომელიც ამ ქვეყანაში, სულ მცირე, 1/3-ის ლიდერი მაინცაა, არის ციხეში", – ამის შესახებ გიგი უგულავამ ერთ-ერთი მედიის ეთერში განაცხადა.


უგულავას თქმით, "არჩევნები ვერ იქნება კონკურენტული, შესაბამისად, ვერ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, თუ მისი მთავარი სუბიექტები, ამ შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილი არ იქნება თავისუფალი".


"ამბობენ, სულ სააკაშვილზე ნუ ლაპარაკო. ვლაპარაკობ, რადგან სააკაშვილი არის პრობლემა. ციხეში მისი ყოფნა არის პრობლემა და ვიდრე ეს პრობლემა იქნება, ყველა ოპოზიციურ პარტიას სულ მაგას წამოვაძახებ. აგერ, პროგრამებით ემზადებიან არჩევნებისთვის. ბოდიში მომითხოვია, რომელ არჩევნებზე ვლაპარაკობთ? სადაც ოპოზიციის მთავარი ლიდერი, რომელიც ამ ქვეყანაში, მინიმუმ, 1/3-ის ლიდერი მაინცაა, არის ციხეში", – განაცხადა გიგი უგულავამ.








0
1027
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
1027