x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ჰოლივუდელი ლამაზმანი, რომელმაც გამოიგონა GSM, GPS, Bluetooth და თანამედროვე Wi-Fi-ის სისტემების საფუძველი

image
ჰედი ლამარი იგივე Hedwig Eva Maria Kiesler იყო ავსტრიელი ებრაელი. იგი დაიბადა ვენაში. გატაცებული იყო ცეკვით, თეატრითა და კინოთი.

მსახიობის კარიერა მან ჩეხოსლოვაკიაში დაიწყო. პირველ ქმართან განქორწინების შემდეგ პარიზში გადავიდა. მოგვიანებით ლონდონში გაიცნო სტუდია Metro-Goldwyn-Mayer- ის ხელმძღვანელი და გააფორმა კონტრაქტი. კინოკარიერა ჰოლივუდში გააგრძელა.

1930 წლებში მან კომპოზიტორ მეგობართან ერთად შეძლო და ამოხსნა ინფორმაციის დაშიფვრის მეთოდი, თუმცა 1940 წელს ამერიკის საბჭომ უარყო ეს იდეა. მომდევნო წელს კვლავ დაუბრუნდნენ განხილვას და 1942 წელს ჰედიმ შეძლო დაპატენტება. მან შეიმუშავა ინფორმაციის დაშიფვრის პრინციპები მუდმივი ღია საკომუნიკაციო არხებისთვის, ის, რაც ახლა GSM, GPS, Bluetooth და Wi-Fi 802.11 სისტემების საფუძველს წარმოადგენს. მან ასევე გამოიგონა ახალი ფრთის ფორმა თვითმფრინავისთვის და ძაღლის ფლუორესცენტული საყელო.

აღსანიშნავია, რომ არც ლამარს და არც მის პარტნიორ გამომგონებელს არ მიუღიათ კომპენსაცია გამოგენების გამოქვეყნებისთვის.

ამის პარალელურად მას ჰქონდა წარმატებული კარიერა ჰოლივუდში, არაერთი ფილმით, მსოფლიო აღიარებით და სკანდალური პირადი ცხოვრება - ექვსი ქორწინება, რომლებიც განქორწინებით დასრულდა. მას ჰყავდა ორი შვილი, ერთიც იშვილა. გარდაიცვალა 85 წლის ასაკში.

2014 წელს მისი სახელი გამომგონებელთა დიდების ხეივანში შეიტანეს.


0
18
1-ს მოსწონს
ავტორი:ლურჯი თოლია
ლურჯი თოლია
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0