x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ვის დაუტოვა ქონების დიდი ნაწილი დავით სარაჯიშვილმა?

image
“დავით სარაჯიშვილმა პირველმა შემოიღო საწარმოებში 8 საათიანი სამუშაო დღე, დააწესა ხელფასის შენარჩუნებით შვებულება, ქარხნის მუშებისთვის გახსნა სასადილო, სამკითხველო დარბაზი, ბიბლიოთეკა. მუშებისთვის გაიხსნა უფასო სკოლა.
წერა-კითხვასა და არითმეტიკას არა მხოლოდ მუშებს, მათ შვილებსაც ასწავლიდნენ. ყველას, ვინც წერა-კითხვას და ანგარიშს ისწავლიდა, ჯამაგირს უზრდიდა. თუკი სხვაგან კვირაში ერთ დღეს (კვირას) ისვენებდნენ, სარაჯიშვილმა ამას შაბათიც დაუმატა. ყველა მუშა თავისსავე ფონდში ჰყავდა დაზღვეული და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ხარჯს უფარავდა. თუ მისი გამოზრდილი თანამშრომელი ცალკე წარმოების გახსნას გადაწყვეტდა, ფინანსურად მხარს უჭერდა.
ქარხნის შესასვლელში ეწერა: გახსოვდეს, რომ არიან ღარიბნიც! მან ვლადიკავკაზთან არყის ქარხანა იყიდა, რომლის ბალანსზე სამედიცინო პუნქტი და საკვირაო სკოლა არსებობდა, სადაც წერა-კითხვას და სამეურნეო საქმეს ასწავლიდნენ. რამოდენიმე წელი ქარხანა ადგილობრივ გლეხებს სიმინდს უფასოდ ურიგებდა.
პირადი ქონების უდიდესი ნაწილი საქართველოს, სახლი ქართველ მწერლებს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს კი უმდიდრესი ბიბლიოთეკა დაუტოვა.
ანდერძის თანახმად ქონება ასე ნაწილდებოდა:
- 500 ათასი მანეთი წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას
- 200 ათასი მანეთი ისტორიულ-ეთნოგრაფიულ საზოგადოებას
- 200 ათასი მანეთი ქირურგიულ საავადმყოფოს ასაშენებლად თბილისში
- 171 ათასი მანეთი სარაჯიშვილის ფირმის მუშა-მოსამსახურეებისათვის
- 150 ათასი მანეთი ქუთაისის თეატრის ასაშენებლად
-100 ათასი მანეთი თბილისის ქართულ დრამატულ საზოგადოებას
-50 ათასი მანეთი თბილისში პოლიტექნიკურ ან სხვა უმაღლესი სასწავლებლის დასაარსებლად
- 50 ათასი მანეთი ავლაბარში პროფესიული სკოლის დასაარსებლად და შესანახად
- 30 ათასი მანეთი - ვლადიკავკავის (ორჯონიკიძე) ღარიბ მოსწავლეთათვის, სწავლის ქირის გადასახდელად (განურჩევლად ეროვნებისა
- 25 ათასი მანეთი ქუთაისის დრამატულ საზოგადოებას
- 25 ათასი მანეთი - საქართველოს საეთნოგრაფო საზოგადებას წიგნების გამოსაცემად
- 20 ათასი მანეთი - ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის საზოგადოებას - ქართული ახალი ორიგინალური ბელეტრისტული ნაწერებისათვის პრემიის დასანიშნად
- 10 ათასი მანეთი - სამიწათმოქმედო სახელოსნოს გამოსწორებულ ახალშენთა და თავშესაფართა საზოგადოებას
- 10 ათასი მანეთი - მოსკოვის ქართულ საზოგადოებას
- 10 ათასი მანეთი დიდუბის ტაძარს
- 5 ათასი მანეთი ქართული ფილარმონიის საზოგადოებისათვის
- 5 ათასი მანეთი მევენახეთა და მეღვინეთა საზოგადოების სადგურს ოდესაში.”
0
100
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
100
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0