x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134568
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
მწარე სიბერე შვილებისა და ქმრის გარეშე - "ანჟელიკა" აღსასრულამდე სრულ მარტოობაშია
image

წელს, (1 იანვარს)ფილმ "ანჟელიკას" ვარსკვლავი 85 წლის გახდა. ცნობილია, რომ არტისტი მარტო ცხოვრობს და ბინას მხოლოდ რაიმე ბომონდური ღონისძიებების დროს ტოვებს. მსახიობს არც შვილები ჰყავს და არც ქმარი. ინტერვიუების დროს მერსიე მონდომებით იხსენებს ცნობილი საყვარლების სახელებს, რომლებიც არც არასოდეს გახდნენ იმაზე მეტი ცნობილი ლამაზმანისთვის.




მსახიობი უსახსრობას უჩივის. მერსიეს თქმით, ის თვიდან თვემდე ძლივს ირჩებს თავს და ცხოვრობს მხოლოდ მცირე პენსიით.


„დამსახურებისთვის მედალი მომცეს, მაგრამ რაში მჭირდება?“ გულწრფელად გაიცებულია ერთ დროს უმშვენიერესი მსახიობი.



მიუხედავად მისი ხანგრძლივი და წარმატებული კინოკარიერისა, მსახიობმა ვერ მოახერხა ფულის დაგროვება: "ანჟელიკას წარმატებას ჩემთვის სიმდიდრე არ მოუტანია, კონტრაქტის თანახმად, მე მოგების არანაირ პროცენტს არ მიხდიდნენ, ჩემი იყო მხოლოდ ჰონორარი და ისიც საკმაოდ მწირი", -ამბობდა მიშელი. ამიტომ მსახიობს უხდება მოხუცებულობის წლები საკმაოდ ღარიბულად გაატაროს.




მერსიე მრავალი წელია ებრძვის სერიოზულ დაავადებას. მკურნალობა ძვირი ჯდება, მაგრამ მსახიობს ასეთი შესაძლებლობები არ აქვს. მერსიემ ჟურნალისტებთან აღიარა, რომ ყოველთვის ოცნებობდა დედა გამხდარიყო.


"საყვარლებისგან კარგი არაფერი მინახავს. ერთ დღეს გადავწყვიტე: სჯობს მარტო ვიყო, ვიდრე გაურკვეველ ტიპთამ, ” იხსენებს მერსიე.

image


„დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, ოჯახის შექმნაზე ვიფიქრებდი და არა კარიერაზე“, - აღიარა მიშელ მერსიემ.


მიშელ მერსიემ, მიუხედავად იმისა, რომ ითამაშა 50-ზე მეტ ფილმში, მას მსოფლიო დიდება სწორედ ანჟელიკას როლებმა მოუტანა.


1963 წელს რეჟისორმა ბერნარ ბორდერიმ მერსიეს შესთავაზა მთავარი როლი კოსტიუმებირებულ ისტორიულ ფილმში, რომელიც დაფუძნებულია ანა და სერჟ გოლონების პოპულარულ რომანზე "ამჟელიკა" (Angelique), მას შემდეგ რაც ამ როლზე ბრიჯიტ ბარდომ, კეტრინ დენევმა და ჯეინ ფონდამ უარი თქვეს.

image

მიშელმა წარმატებით გაიარა ქასტინგი და მიიღო ფსევდოისტორიული პერსონაჟის როლი სასტიკი შუა XVII საუკუნის ეპოქიდან.


მიშელის პარტნიორი იყო რობერტ ოსეინი. საერთო ჯამში, 1964 წლიდან 1968 წლამდე გამოვიდა 5 ფილმი ანჟელიკას შესახებ, რომელიც უხვად იყო გაჯერებული ეროტიკული სცენებით, ყოველ წელს თითო ფილმი.


როლმა მსახიობს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა

image

1960-იანი წლების ბოლოდან მსოფლიო მაყურებელმა მიშელ მერსიეს პირველ რიგში ანჟელიკასთან ასოცირდება. მხოლოდ საფრანგეთში 2012 წლის მდგომარეობით ანჟელიკას შესახებ სერიალის ფილმების, სატელევიზიო და ვიდეო შოუების მაყურებელთა საერთო რაოდენობა 800 მილიონ ადამიანს გადააჭარბა, უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ანჟელიკაზე შექმნილმა ფილმებმა საბჭოთა კავშირშიც, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა ცენზურამ თავიდან ფილმებიდან 30 წუთი ამოჭრა.

0
284
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
284
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0