x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
,,ცხოველების ფერმა'' (ჯორჯ ორუელის მოტივებზე)-გელა ზედელაშვილი

image

“ცხოველების ფერმა''
(ჯორჯ ორუელის მოტივებზე)
*
გიგამ ლობიოთი სავსე მათლაფა ამოტლაკა, არყი რუმკა ტუჩებთან მიიტანა, ამოიხვნეშა, თვალები მოწკურა და გადაყლურწა. კმაყოფილი ჩანდა არა მხოლოდ სიმაძღრით, წინასაარჩევნო გამოკითხვებითაც - ყველა სახის “გამოკვლევებულობამ'' აჩვენა, რომ წლის ბოლოს ძალაუფლება უნდა გადაიბაროს. გიგამ დაამთქნარა, მერე კისერი გადააქან-გადმოაქანა და აივანზე გავიდა.
- დედაკაცო, რას აკეთებ მანდა?! - გასძახა თავის კნეინას, რომელიც ღორს ელაპარაკებოდა.
ჩერგომ არ უპასუხა, ვერაფერი გაიგო თუ არ ეცალა, მხოლოდ ეშმაკმა უწყის.
- დედაკაცო-მეთქი! - აუწია ხმას გიგამ.
- რა იყო, რა მოუთმენლობა გეტაკა, ვერ ხედავ, წინასაარჩევნო კამპანიას რო ვაწარმოებ?! - გამოსძახა ჩერგომ.
- ჯერ ადრე ხო არ არი?
- რაღა ადრეა? რვა თვეში ხელისუფლება უნდა გადმოვიბაროთ!
- ჰოოო, მაშინ ჰოოოო!
- აგე, ხაზარაძე თხებს ელაპარაკება, შინაური ცხოველების ხმებზე ნადირობს, ანა ნაცვლიშვილმა ძაღლები გადაიბირა, აქაც თუ დაგვასწრეს, პრემიერ-მინისტრობაზე აღარც იოცნებო!
- გავიგე, ხაზარაძეს თხები რო გადაუბირებია, მეწყინა, მაგრამ არა მგონია, რამე გამოუვიდეს.
- ვითამ რატო?!
- იმათა, რომე თხების იმედზე ჩემი მტერი და დუშმანი დადგა, მაგათთან თავის დროზე საქმე როლანდ ახალაიამაც ჩაგვიწყო, მაგრამ ბედის ბორბალი უკუღმა დაგვიტრიალდა.
- ჰო, ეგეც კი არი, მაგრამ ჩვენ შინაურ ცხოველებთან მოლაპარაკებები მაინც უნდა გავმართოთ.
- მეც მაგ აზრზე ვარ.
- თუ მაგ აზრზე ხარ, ჩამოდი და ინდაურებს დაელაპარაკე!
- დაველაპარაკები, მა რას ვიზამ? სხვათა შორის, გუშინაც ველაპარაკე.
- მერე, რაო?
- თქვენ მხარეზე ვართო.
- კარგია, თუ ინდაურები ჩვენ მხარეზე არიან, აწი აღარაფერი გვიჭირს, მამუკას თხები ვეღარაფერს დაგვაკლებენ.
- რა იცი, თხა მაინც ეშმაკის მეგობარია.
- იიიჰ... შენა, ინდაური ნაკლები ეშმაკი გგონია?!
*
(გაგრძელება იქნება)
გელა ზედელაშვილი
0
148
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
148
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0