x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
მგზავრთა სრული გულგრილობა - ქალი მოძრავი ავტობუსიდან გადავარდა (ვიდეო)
image

ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ქალი მოძრავი ავტობუსიდან მოძრაობისას გადავარდა. როგორც ტელეგრამის არხის, "ოდრას" მიერ გამოქვეყნებული კადრებიდან ჩანს, დაზარალებულს დახმარება არც მძღოლმა და არც სხვა მგზავრებმა არ გაუწიეს. ვითომ არც არაფერი მოხდარაო, ისე გააგრძელა ავტობუსმა მოძრაობა.


ვიდეოს მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც ავტობუსი გაჩერებას ტოვებდა. გარკვეულ მომენტში სალონში ხალხმრავლობის გამო ავტომატური კარები ისევ გაიღო. ქალმა, რომელსაც ხელები დაკავებული ჰქონდა, სავარაუდოდ ვეღარ მოახერხა სახელურზე ხელის ჩავლება და ავტობუსიდან გადავარდა.


მას შემდეგ რაც ის გადავარდა, შიგნით მყოფმა მგზავრებმა ერთი გახედეს გარდავრდნილ ქალს და ხელით ჩაკეტეს ავტობუსის კარები. მძღოლმა სავარაუდოდ ვერ შეამჩნია გარეთ გადმოვარდნილი ასტანელი ქალი და მგზავრებმაც აშკარად გულგრილობა გამოიჩინეს და არ მოთხოვეს ავტობუსის გაჩერება.



ინტერნეტ-პორტალი NUR.KZ ცნობით, გადამზიდავი კომპანიის დისპეტჩერების ოფისმა ასევე არ მიიღო ინფორმაცია ინციდენტის შესახებ, რადგან მარშრუტი შეუფერხებლად განაგრძობდა მოძრაობას.


მგზავრი პოლიციას დაუკავშირდა. მას შემდეგ, რაც მძღოლმა დაზარალებულს კომპენსაცია გადაუხადა, ქალმა გამოიტანა საჩივარი. მძღოლს კი სამსახურში დისციპლინარული სასჯელი შეეფარდა.

0
285
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
285
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0