x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134573
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508652
"ის არის მომავალში დიდი მეუფე..." - ვისზე საუბრობს ლელა კაკულია

image


ცნობილი ქართველი ნათელმხილველის, ლელა კაკულიას ოფიციალურ ფესბუქგვერდზე ცოტა ხნის წინ, ციხიდან გათავისუფლებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შესახებ სენსაციური წინასწარმეტყველება ვრცელდება, საიდანაც პირველი ეპიზოდი ტელეკომპანია "მაესტროს" ერთ - ერთი გადაცემიდანაა აღებული და ის დეკანოზის დაკავებიდან ცხრა დღის შემდეგ, მეორე კი - 2019 წლის 24 თებერვალს არის ჩაწერილი:


"მეგობრებო,


შეგახსენებთ ლელა კაკულიას სენსაციურ წინასწარმეტყველებას დეკანოზ გიორგი მამალაძეზე.

პირველი ამონარიდი ტელეკომპანია „მაესტრო TV-ს“ გადაცემიდანაა - დეკანოზის დაკავებიდან ცხრა დღის შემდეგ, მეორე კი - 2019 წლის 24 თებერვალს"- ვკითხულობთ ლელა კაკულიას "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე. ზემოაღნიშნული ამონარიდების ნახვა კი ქვემოთ მოცემული ლინკის საშუალებით შეგიძლიათ:


https://www.facebook.com/watch/?v=744445177750374&t=2



შეგახსენებთ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. უდოს კომისიამ 14 თებერვალს გაათავისუფლა. სასულიერო პირი თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9-წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.





0
586
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
586