x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
რა დრო გჭირდებათ 80 მილის გასავლელად, თუ საათში 80 მილი სიჩქარით მოძრაობთ? (ვიდეო)
image

სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ვიდეოები, როდესაც რომელიმე ტელევიზიის კორესპონდენტი ქუჩაში აჩერებს გამვლელებს და ანეკდოტურ უაღრესად პრიმიტულ კითხვას უსვამს, რომელიც წესით ბავშვმაც კი უნდა იცოდეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების არც თუ მცირე ნაწილში ერუდიცია ნულის ტოლია, თუმცა რასაც ახლა ნახავთ, ყველა საზღვარს სცდება.


ბიჭი მიკროფონით ხელში ახალგაზრდა გოგონებს მიუახლოვდა და დაპირდა, რომ ფულს, 200 დოლარს მისცემდა, თუ ისინი სწორად ამოხსნიდნენ მარტივ მათემატიკურ ამოცანას.


შეკითხვა ასეთია:"რა დრო გჭირდებათ 80 მილის გასავლელად, თუ საათში 80 მილი სიჩქარით მოძრაობთ?



დიახ, ამოცანა მართლაც ძალიან მარტივია. თუმცა, ქალბატონებმა ერთმანეთში კამათიც კი მოახერხეს, გაერკვიათ რომელი პასუხი იქნებოდა სწორი!


ერთის მტკიცებით თურმე "ეს არის მათემატიკა", 80 მილის გავლას 2 საათი მაინც დასჭირდება, თუმცა მეორე შეეკემათა და უთხრა, რომ გააჩნია როგორი გზაა, მისი აზრით უფრო ნაკლები მოუნდება საათნახევარი.პირველმა უპასუხა, რომ გზა არაფერ შუაშია და ისევ თავის მოსაზრებაზე დარჩა" ჩემი აზრით ეს არის 2 საათი" და თან სწორ პასუხში დარწმუნებულმა თავხედურად მოითხოვა ფული.



ჰო მართლა ... თქვენ რას ფიქრობთ? სხვათა შორის შეგიძლიათ დაწეროთ სწორი ვერსია კომენტარებში. ვფიქრობ, რომ თქვენ არ უნდა გქონდეთ პრობლემები ამ მხრივ.


ისე სხვათა შორის, კიდევ ერთი კითხვაზე შეგიძლია პასუხი დაწეროთ, ბევრ გახსოვთ ალბათ ფილმიდან "ღიმილის ბიჭები"ბაადურის კითხვაზე(მიხო ბორაშვილი), "ერთ ორთქლმავალს უფრო მეტი ძალა აქვს თუ ორს?" ფილმის გმირი ბეთხოვენა(ბიძინა ჩხეიძე) პასუხობს" გააჩნია რა შემთხვევაში", რაზეც თანაკლასელები მწარედ დასცინებენ; როგორ ფიქრობთ, მართლა სცდება ბეთხოვენა?


0
257
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
257
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0