x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
რომელია მსოფლიოში და ჩვენს მეზობელ ქვეყნებში ყველაზე პოპულარული სახელები?

image

ექსპერტმა ლორა უეტენბერგმა ჩაატარა კვლევა, რის მიხედვითაც გამოვლინდა მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სახელი.ეს გახლავთ სოფია, იუწყება გამოცემა The Independent-ი.

*

ექსპერტის მონაცემებით, სახელი სოფია მსოფლიოს 9 ქვეყანაში პირველ ადგილზე დგას, მათ შორისაა მექსიკა, იტალია და რუსეთი.

*

აშშ-ში ეს სახელი მესამეა პოპულარობით, კიდევ 20 ქვეყანაში სოფია პოპულარობით მეორე ან მესამე ადგილს იკავებს.

*

უეტენბერგისთვის აღმოჩენა იყო ისიც, რომ ბევრ ქვეყანაში სახელი სოფია ერთნაირად ჟღერს, რაც კულტურის გლობალიზაციაზე მიუთითებს, ამასთანავე სოფია ადვილი გამოსათქმელია და ძველბერძნულიდან თუ ვთარგმნით "სიბრძნეს" ნიშნავს.

*

რაც შეეხება მამაკაცის სახელს, კვლავაც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული მუჰამედი რჩება.

*

როგორც ექსპერტმა აღნიშნა კვლავ პოპულარულია რელიგიური სახელები: მარია(მარიამი, მერიანი, მერი) და იოანე(ჯონი, ივანე).

*

რაც შეეხება საქართველოს, 2022 წლის მონაცემებით ყველაზე პოპულარული სახელი გიორგი და მარიამია.

*

მეზობელ ქვეყნებში, მაგალითად რუსეთში, ყველაზე პოპულარულია არტიომი და სოფია.

*

უკრაინაში ასევე არტიომი, ქალებში კი ანა.

*

სომხეთში არმენა და ნარე, აზერბაიჯანში ალი და ზახრა, თურქეთში კი იუსუფი და ზეინეპი.

*

მთლიანად, გლობალურად ზემოთ ჩამოთვლილი სახელების გარდა მაგალითად სამხრეთ ამერიკაში პოპულარობით სარგებლობს მათეო, მიგელი.ხუან კარლოსი, ემა, ჰელენა და სხვა.

*

აზიაში მუჰამედის გარდა ომარი, აჰმედი, ქალები ფატიმა, მერიემი, ავსტრალიაში ოლივერი და შარლოტა.

*

მთავარ ფოტოზე:კოლუმბიელი მსახიობი და მოდელი სოფია ვერგარა

0
223
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
223
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0