x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
სირცხვილია, როცა გიჩანს: სელებრითები, რომლებსაც სამოსმა ყველაზე მოულოდნელ მომენტში უმტყუნა

image


ალბათ, ყველა ადამიანის ბუნებრივი სურვილია ორიგინალური და ყველასგან გამორჩეული სტილი ჰქონდეს, ამიტომ ხშირად ძალისხმევას არ ვიშურებთ და თამამი ფანტაზიის წყალობით ვცდილობთ საერთო მასიდან გამოვირჩეოდეთ, ამაში კი სწორედ ის ეპატაჟური ჩაცმის სტილი გვეხმარება რომელიც შეუმჩნეველს არასდროს გვტოვებს, თუმცა სურვილები რეალობას ყოველთვის როდი ემთხვევა და მსგავსი "ექსპრიმენტები" ხშირად, ბანალური მარცხითაც სრულდება. სწორედ, ასეთივე მწარე გაკვეთილი იგემეს ცნობილმა ქალბატონებმაც, რომელთა სურვილი მხოლოდ საკუთარი ჩაცმულობით გარშემომყოფებზე შთაბეჭდილების მოხდენა იყო. მაშ ასე, მოდით, ვნახოთ ის სელებრითები, რომლებიც არასწორად შერჩეული სამოსის გამო საჯარო განსჯის ობიექტები გახდნენ.


image


ქარდი ბი "Bonnaroo Music Festival"-ზე გამოსვლისას "ტვერკის" ისე მონდომებით ცეკვავდა, რომ მისმა კომბინეზონმა მომღერლის ცეცხლოვან ტემპერამენტს ვერ გაუძლო და ის ყველაზე უხერხულ ადგილას გაერღვა.


image


კანის კინოფესტივალისთვის ემბერ ჰერდმა ისეთი თამამი, აბრეშუმის კაბა შეარჩია რომ პუბლიკისთვის საჩვენებელი მსახიობს პრაქტიკულად აღარაფერი დარჩა.


image


სამეფო ოჯახის წევრთა დრეს-კოდი განსაკუთრებულ მოკრძალებასა და სისადავეს მოითხოვს, თუმცა ერთხელ მეგანმა საკუთარი ქვედაბოლოს გამჭვირვალობა სათანადოდ ვერ გათვალა და მისი შავი საცვლები კაშკაშა მზის სხივების ქვეშ ყველამ იხილა.


image


ამერიკელი მსახიობი ენ ჰეთევეი ფილმის გადაღებისას დინამიურმა სცენამ ისე გაიტაცა, რომ თავისი "გაფრენილი" ქვედაბოლო ვერც კი შენიშნა, შესაბამისად, მსახიობის კოლგოტის "შორტიც" და მაკორექტირებელი თეთრეულის ნახვაც ყველამ შეძლო.








0
2456
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
2456