x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134562
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
ჩებოლი – როგორ მოახდინა ეკონომიკური სასწაული დაკანონებულმა ნეპოტიზმმა სამხრეთ კორეაში
დღეს სამხრეთ კორეა ერთ–ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიო ეკონომიკაში, სეული კი მეგაპოლისს ჰგავს სამეცნიერო ფანტასტიკის ფილმიდან. მაგრამ ნახევარი საუკუნის წინ ქვეყანას ვერ იცნობდით. დანგრეული რუხი შენობები, ცუდი გზები, ჭუჭყი და მტვერი, ღარიბულად ჩაცმული პირქუში ხალხი. რა უნდა მომხდარიყო, რომ ასეთი მასშტაბის ეკონომიკური სასწაული მომხდარიყო და თანაც მოკლე დროში? მადლობა გადავუხადოთ ჩებოლს - ოჯახურ ბიზნესს, რომელსაც ოდესღაც სახელმწიფო წინდახედულად მხარს უჭერდა.



image



დაცემიდან ნათელ მომავლამდე



დღეს სამხრეთ კორეის კორპორაციების სახელები, როგორიცაა Hyundai, Samsung, LG და Lotte Group, მთელ მსოფლიოში ჭექს. ცოტამ თუ იცის, რომ ეს კომპანიები ოდესღაც გამოჩნდნენ, როგორც ერთი ოჯახის წევრების მიერ შექმნილი მცირე ფირმები. კორეაში მათ ჩებოლებს უწოდებენ და ეს ნამდვილი ეკონომიკური ფენომენია.



image




ყველაფერი დაიწყო კორეის სისხლიანი და დამანგრეველი ომის შემდეგ. ქვეყანა ფაქტიურად ნანგრევებში იწვა, ქალაქებსა და სოფლებში სიღარიბე და შიმშილი სუფევდა. ამ რთულ დროს სამხრეთ კორეის მთავრობამ გადაწყვიტა აქცენტი მსხვილ კომპანიებზე გაეკეთებინა, მაგრამ 50-იან წლებში მსხვილი ბიზნესი უბრალოდ არ არსებობდა და მისი შექმნა სასწრაფოდ იყო საჭირო.



ამ მიზნით მთავრობამ შეიმუშავა სპეციალური პროგრამა პერსპექტიული მეწარმეებისთვის. მათ მისცეს მომგებიანი სახელმწიფო სესხი და უზრუნველყეს სტაბილური ბიუჯეტური დაკვეთებით. გარდა ამისა, ასეთი კომპანიებისთვის დაწესდა საგადასახადო შეღავათები. პროგრამის პირველ მონაწილეებს შორის იყვნენ ლი ბონ ჩოლი, Samsung–ის დამფუძნებელი, და ჩონ ჯუ-იონი, Hyundai-ის დამფუძნებელი.



image



საინტერესოა, რომ ტექნიკური გიგანტები იმ დროს ძალიან უცნაურ რაღაცებს აკეთებდნენ. მაგალითად, კომპანია Samsung ყიდდა გამხმარ თევზს, ბრინჯს და სხვა პროდუქტებს. საავტომობილო კონცერნი Hyundai იყო მოკრძალებული ავტოსახელოსნო გარეუბანში. მთავრობის მხარდაჭერამ თავისი როლი ითამაშა და მცირე ფირმები გადაიქცნენ კორპორაციებად მრავალი მილიარდი დოლარის ბრუნვით.



სასარგებლო ნეპოტიზმი



ასეთ კომპანიებს უწოდებენ ჩებოლებს. თავიდან ბევრი იყო, მაგრამ დღემდე 30–მდე შემორჩა. სამაგიეროდ, ეს არის უზარმაზარი, მდიდარი კომპანიები, რომლებიც ქვეყანას ასახელებენ მსოფლიოში და დიდწილად ქმნიან სამხრეთ კორეის მშპ–ს. თანამედროვე ჩებოლი მხოლოდ მსხვილი ბიზნესი არაა. ესაა კონგლომერატები, რომლებიც შედგება ათობით კომპანიისგან, რომლებიც სხვადასხვა სფეროში მუშაობენ.



image



იგივე Samsung, რომელიც აქ ცნობილია ელექტრონიკით, ჩართულია მშენებლობაში, სამედიცინო ტექნოლოგიებში, ავტომობილების წარმოებაში და ბევრ სხვაში. მრავალფეროვანი ინტერესები ჩებოლების ერთადერთი განსაკუთრებული თვისება არაა. ჩვეულებრივი კომპანიებისგან განსხვავდებიან იმით, რომ ყველა მაღალი თანამდებობა ერთი ოჯახის წევრებს უკავია. ბიზნესი მემკვიდრეობით გადადის და სათავეში უცნობები ვერ მოხვდებიან.



როგორც ჩანს, ყველაფერი რიგზეა და ქვეყნის მოქალაქეებს ყველაფერი უნდა ახარებდეთ. მაგრამ ასე არ არის. ჩებოლები მუდმივად იწვევენ საზოგადოებაში უკმაყოფილებას და პრესაში კრიტიკას. ბევრს მიაჩნია, რომ ლიდერული პოზიციები უნდა გადანაწილდეს არა გვარის, არამედ საქმიანი და პროფესიული თვისებების მიხედვით. ბევრ თანამედროვე ხელმძღვანელ პირს არამნიშვნელოვნად ექცევიან, მათ სულელებად და გაუმაძღრებად თვლიან.



ჩებოლების ბნელი მხარე



ბრალდებები ყოველთვის უსაფუძვლო არაა. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ სამხრეთ კორეის პრესა წერდა Daelim Group-ის ახალგაზრდა ხელმძღვანელთან დაკავშირებით. მამაკაცმა თავი ღმერთად იგრძნო, როგორც კი მამის პენსიაზე გასვლის შემდეგ თანამდებობა დაიკავა. ერთხელ მძღოლს მოსთხოვა, სალონში უკანა ხედვის სარკე მოეხსნა. ტოპმენეჯერს არ მოეწონა, რომ ზოგჯერ მათი თვალები ერთმანეთს ხვდებოდა.



image



არის სხვა უარყოფითი მომენტებიც, რომლებიც ყველას აღიზიანებს. ასეთ კომპანიებში დაწინაურება შესაძლებელია მხოლოდ დაბალი დონის პოზიციებზე. მაღალი თანამდებობები ნაწილდება ნათესავებსა და მეგობრებს შორის. ამასთან, მნიშვნელობა არ აქვს არც პროფესიულ თვისებებს, არც სპეციალობას. გარდა ამისა, ჩებოლები კორუპციის ნამდვილ სანერგე ადგილად იქცა, სადაც ორმხრივი პასუხისმგებლობა ოჯახური კავშირებით გამყარებულია.



ასევე არსებობს უარყოფითი მხარეები გლობალურ დონეზე. იქიდან გამომდინარე, რომ ჩებოლები ცოტაა და ქვეყნის ეკონომიკა მათზეა დაყრდნობილი, რომელიმე მათგანის ნგრევა კატასტროფად იქცევა. ასეთი რამ იშვიათად ხდება, მაგრამ ეს ვარიანტი გამორიცხული არაა.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. მილიონერი ჰიუგო ოუენსის წარმატების ისტორია, რომელიც სხვისი ბარგებით გამდიდრდა

2. ტოტალური კომუნიზმი: რა მოხდება, თუ ცივილიზაციის მთელ სარგებელს თანაბრად გავყოფთ დედამიწელებს შორის

3. 4 უმსხვილესი ფინანსური პირამიდა ისტორიაში

4. Toyota-ს დამფუძნებელი, საკიტი ტოიოდა მუდმივად „5 რატომ“ წესს იყენებდა

5. წარმატების ისტორია: კანიეს უესტის გზა 53 მლნ დოლარის ვალიდან 200 მლნ დოლარის სუფთა აქტივამდე

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი


0
228
1-ს მოსწონს
ავტორი:Yoona
Yoona
228