x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
დომენიკ მანგო პოლიტიკაში მიდის - „ეს გადაწყვეტილება ურყევია და შეცვლას არ ექვემდებარება“
image

.

დომენიკ მანგომ პოლიტიკური პარტიის შექმნა გადაწყვიტა. ამის შესახებ ინფორმაციას თავად ბლოგერი, სოციალურ ქსელში ავრცელებს.


.


"გადავწყვიტე პოლიტიკაში შევიდე. ეს გადაწყვეტილება ურყევია და შეცვლას არ ექვემდებარება. მოვიხმობ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მყოფ ახალგაზრდებს, რომლებიც ჩიხში არიან და გასაქანი არ ეძლევათ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვაკუუმის გამო საკუთარი ცოდნის და შემართების გამოყენების. ყველანაირი პოლიტიკური წარსულის გარეშე, მხოლოდ ახალი და ახალი ძალა უნდა გავაერთიანო. ნულოვანი დაფინანსების მქონე პოლიტიკური პარტიის შექმნას ვაპირებ, რომელიც არ იქნება რომელიმე ბიზნესმენზე ან სახელმწიფო ბიუჯეტზე დამოკიდებული. ხალხის მიერ, მხარდაჭერების მიერ დაფინანსებული მოძრაობა იქნება, რომელიც შიგნიდან შეეცდება საყოველთაო პრობლემების მოგვარებას. ყველა მსურველს გავუღებ კარს და ყველა ადამიანს მიეცემა საშუალება, რომ თავისი აზრით თუ ნებისმიერი შესაძლებლობით, წვლილი შეიტანოს ამ ბრძოლაში. ახალგაზრდებს უნდა მიეცეს საშუალება საკუთარი სიტყვის თქმის და ცვლილებების მოხდენის. ამ წუთიდან ჩემი გონება, მთელი რესურსი და შემართება მხოლოდ იმაზე იქნება კონცენტრირებული, რომ რაც შეიძლება მალე შევქმნა პარტია და შევკრიბო ის ნათელი ძალა, რომელიც ქვეყანაში ახალ სიტყვას იტყვის და თავისი საქმით უკეთესობისკენ შეცვლის ერთის კი არა, არამედ ასეულობით ათასი ადამიანის ყოფას და მდგომარეობას. ეს არის პირობა და ასე იქნება.

,

მზად ხართ პოლიტიკური ბრძოლებისთვის? წინ ძალიან რთული, ბევრი დამცირებების, ბევრი სიბინძურეების გამკლავება მოგვიწევს. გააზრებული მაქვს ყველაფერი, რამდენად საშინელი ამბები დატრიალდება ჩემს თავს. ვინც ბოლომდე გაუძლებთ ამ დარტყმებს ჩემთან ერთად, შედეგი უტკბილესი იქნება. მოქმედებები არა თუ შეწყდება, არამედ გაათმაგდება. თუ მანამდე მარტო მე დავდიოდი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახლა მთელი ჩემი გუნდი იქნება მუდმივად გზაში. თუ მანამდე თითო-თითო ლარით ვითხოვდი ადამიანის გადარჩენას, ახლა მთელი ჩემი გუნდი აირეკლავს მდგომარეობას საქართველოში და კოლექტიურად ვიზრუნებთ საერთო პრობლემის გადაჭრაზე. ისეთ პროცესებს შევქმნი, რომ ცხადი იქნება რისთვის გვაქვს საბრძოლი. არანაირი მტრობა და სხვისი ლანძღვა არ იქნება ჩვენში, მხოლოდ იმას მოისმენთ, თუ რისთვის და ვისთვის უნდა ვიბრძოლოთ, რომ საერთო მდგომარეობა შეიცვალოს". - წერს დომენიკ მანგო.


0
150
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
150
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0