* *
"თითქოსდა, მაშინ სამყარო ჩერდება...
მაშინ გრძნობები დამლეწი ქარია
და მაინც ყველაფერი როგორ მშვენდება,
ირგვლივ, თუ სადმე, წარმტაცი ქალია."
* *
"შეუძლოს არ გვთხოვს ღმერთი
და სანამ ჩვენი დრო გავიდოდეს,
სხვისთვის სიკეთის მეტი,
სხვა არაფერი არ გვინდოდეს."
* *
"ბოროტს სურს მსგავსად გადაგაქციოს.
წმინდებმა გულში სითბო დატოვეს.
ქვეყნად, რომ ყველამ ზურგი გაქციოს,
ღმერთი არასდროს არ მიგატოვებს."
ლაშა ლილუაშვილი
2024 წელი