x
image
Yoona
8000 კალორია დღეში და ჟანგბადის ნიღაბში ძილი – სუმოს მებრძოლების ყოველდღიურობა
იაპონიის ქალაქ ნაგოიაში მდებარეობს ბუდისტური ტაძარი, სადაც სუმოს ელიტა ვარჯიშობს. ამ ტიპის საბრძოლო ხელოვნება მე–15 საუკუნიდან გამოიყენება. სპორტსმენები დღეში 8000 კალორიას იღებენ და ჟანგბადის ნიღბებში იძინებენ, შემოხვეული ნაჭრით დადიან და ცდილობენ, მეტოქე რინგს გადაღმა გადააგდონ.



image



მებრძოლები ყოველ დილით 3 საათის განმავლობაში ილეთებს ვარჯიშობენ, 10:30 საათზე, ვარჯიშის დასრულებისას, ავტოგრაფებს არიგებენ და ფოტოებისთვის პოზირებენ, როგორც ნამდვილი ვარსკვლავები. შემდეგ განრიგში პირველი კვებაა.



image




სუმოს მებრძოლს სუმოტორს ან რიკისის (პროფესიონალური სუმოს მებრძოლი) უწოდებენ.



image



ნაადრევი სადილი, რომელსაც ტაძარში უმცროსი მებრძოლები ამზადებენ, მოიცავს წვნიანს ღორის ფეხებით, შემწვარ სარდინს, ორთქლზე მოხარშულ ბრინჯს და ქოთანში მომზადებულ ტიანკონაბეს (ბევრი ინგრედიენტისგან, ძირითადი, ცილოვანი პროდუქტებისგან შემდგარი კერძი).



image



ამჯერად ბუდისტურ ტაძარში 11 ადამიანი ვარჯიშობს.



image



სადილის შემდეგ მებრძოლები რამდენიმე საათით იძინებენ ჟანგბადის ნიღბებში, რომ სუნთქვა გაუმარტივდეთ.



image



იყო სუმოს მებრძოლი, ნიშნავს, ჭამო, იცხოვრო და ისუნთქო, როგორც იაპონელმა, ჩვევებით და ტანსაცმლით დაწყებული და მკაცრი იერარქიით დასრულებული.



image

image

image


მარცხნივ – სუმოისტი ბრაზილიიდან, მარჯვნივ – მონღოლეთიდან. სპორტსმენები ვარჯიშის წინ ელასტიურ სახვევს იკეთებენ.



image

image



სუმო ტრადიციულად იაპონური სპორტის სახეობაა, მაგრამ ამ ეტაპზე უფრო მეტი უცხოელი მებრძოლია, ძირითადად, მონღოლები, რომლებსაც იაპონურ კულტურაში შერწყმა უჭირთ.



image



„ენა მთავარი პრობლემაა, ვერც კი ვხვდებოდი, საყვედურს მეუბნებოდნენ თუ ქებას მასხამდნენ“ – ამბობს ტომოზუნა ოიაკატა, ცნობილი ფსევდონიმით კიოკუტენჰო, მონღოლური წარმოშობის მებრძოლი და მწვრთნელი, რომელიც ერთ–ერთი პირველი იყო იმ ექვს მონღოლ სპორტსმენებს შორის, რომლებიც 1992 წელს მიიღეს.



image



დღეს კი ჩემპიონი, რომლის ნამდვილი სახელია ნიამჟავინ ძევეგნიამი, იაპონურად უნაკლოდ საუბრობს, იაპონელ ქალზე იქორწინა და მათი მოქალაქეობა მიიღო (სავალდებულო მოთხოვნა მათთვის, ვისაც მწვრთნელობა სურს).



image



სუმოს მებრძოლი ფოტოსთვის პოზირებს.



image

image



იაპონურ კულტურაში სრული ასიმილაცია ნიშნავს, რომ მებრძოლმა არ უნდა განიცადოს უარყოფითი ემოციები – ბრაზი, არაკეთილმოსურნეობა, მტრობა, სიძულვილი.



ასევე დაგაინტერესებთ:

1. 11 ფაქტი სინქრონულ ცურვაზე, რომლის გაგების შემდეგ უბრალო ხალხი კითხულობს: რაო, რაო?

2. სპორტის ყველაზე უცნაური სახეობა

3. 8 ფაქტი პროფესიონალური სირბილის შესახებ – გაოცებისგან ყბა ჩამოგივარდებათ

4. მაიკლ ფელპსი - ადამიანი, რომელმაც დაამტკიცა, რომ საზღვარი არ არსებობს

5. ბიჭი, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ანტირეკორდი დაამყარა

უფრო მეტი იხილეთ აქ: Yoona-ს არხი
0
389
შეფასება არ არის
ავტორი:Yoona
Yoona
389