x
image
თეონა გორდეზიანი
წერილი ქალებს, დედებს, მომავალ დედებს, არდაბადებული შვილების დედებს...
image


ქალები ძლიერები ვართ, ამტანები ... ტკივილის ფიზიკური თუ მორალური.

რიგითი ადამიანის ისტორია არ მგონია საინტერესო და ამაღელვებელი იყოს... ყველა ქალს, დედას, მომავალ მომლოდინე დედას და განსაკუთრებით არდაბადებული შვილების დედას იმდენი დარდი აქვს. ბევრი ნათქვამი და უთქმელი დარდი, ბევრი გათენებული ღამე და ფიქრი მტანჯველი, ხშირად გულიდან ამოხეთქილი პროტესტი "რატომ"... და ისევ შენივე ძალებით გონებიდან განდევნილი უაზრო განცდები, რომელიც მხოლოდ შიგნიდან გკლავენ და გაცლიან უკანასკენელ ძალებს.

ჩვენ ქალები ძლიერები ვართ, გავუმკლავდებით გათენებულ ღამეებს, კრიზისებს... და შევძლებთ შეუძლებელს...


და თუ შენ... ის ერთ-ერთი ქალი ხარ ვინც ამას კითხულობს :

ხვალიდან არ გათენდეს არც ერთი დღე რწმენის გარეშე, რომ ყველაფერი იქნება საუკეთესოდ.დაიწყე დაგეგმვა და საკუთარ თავზე ზრუნვა...ჯანმრთელობაზე, გარეგნობაზე... ვიცი სიტყვიერად ადვილია, ყოველი დღე უფრო უკეთესი გახდება თუ ამას ხვალიდან მოინდომებ!


სიყვარულით - ქალი...

ერთი უსაყვარლესი შვილის დედა...

(მეორე)არდაბადებული შვილის დედა...

და ადამიანის, რომელიც ცდილობს ყოველი დღე იყოს ნათელი და ფერადი


0
131
შეფასება არ არის
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0