x
მეტი
  • 29.04.2024
  • სტატია:134526
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508648
"ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მკერდიდან მოვიგლეჯდი ერთი წლის შვილს და დედას დავუტოვებდი!"-ცისნამი საყვარლიშვილი
image

ქართული საზოგადოებისათვის საკმაოდ ნაცნობი, ემიგრანტი ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:


„წარსული რა ოხერი რამეა არა? თავს არ გვანებებს და ხშირად გვახსენებს.

საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლა რომ გადავწყვიტე, პატარა ირაკლის პასპორტისთვის ფოტო გადავუღე. ისეთი გულუბრყვილო ვიყავი, მეგონა ვიზას ჩემს პატარა შვილსაც მისცემდნენ და მისი დატოვება არ მომიწევდა. ეს ფოტო 2009 წელს გადავუღე, ზუსტად 1 წლის იყო.


მაშინ არ ვფიქრობდი იმაზე, სად წავიდოდი ჩვილი ბავშვით? ვინ მიმიღებდა უცხოეთში მარტოხელა დედას? რანაირად ვიშოვიდი სამსახურს? მთავარი იყო ირაკლი ჩემთან ერთად ყოფილიყო.

ბავშვს ვიზა არ მისცეს, მარტო მე ჩამირტყეს. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ მკერდიდან მოვიგლეჯდი ერთი წლის შვილს და დედას დავუტოვებდი!

განა რა ძალამ მაიძულა ამის გაკეთება?!

განა ასე როგორ მიჭირდა? რა სიდუხჭირემ გამარისკინა?

მას შემდეგ ამ ფოტოს საფულეთი დავატარებ. რომ მომენატრებოდა, ამოვიღებდი და ვკოცნიდი. ახლა საფულე მოვაწესრიგე და ფოტომ წარსული გამახსენა.

რამდენი ჩემნაირი დედაა, რომელმაც შვილები დატოვა და საშოვარზე წავიდა.

მინდა ყველას ვუთხრა, ნუ გეშინიათ, თქვენს ცხოვრებაშიც ყველაფერი მაგრად იქნება. თქვენი შვილები მალე თქვენს გვერდით იქნებიან.

ბოლო მაინც გამარჯვებისაა. დღეს რომ ჩემი შვილი ჩემს გვერდითაა, ჩემთვის დიდი გამარჯვებაა.

რამდენი ცრემლიანი დღე, უძილო ღამეები, დარდისგან გასიებული სახე და თვალები.
მე კარგად მესმის თქვენი დედებო. მეც თქვენი გზა გამოვიარე. მე თუ გავუძელი, თქვენც გაუძლებთ.

არ შეგეშინდეთ, თქვენ მარტო არ ხართ.

თქვენნაირი ბევრია. ყველა დედას ვუსურვებ შვილთან ყოფნას.

სწორედ ამ ტკივილმა დამაწერინა წიგნი, „წითელთმიანი გოგონას დღიური“, რომელიც ყველა ემიგრანტმა დედამ უნდა წაიკითხოს, რადგან იქ საკუთარ თავს იპოვის“.


მრავალი სირთულის გადალახვის შემდეგ დღეს ცისნამი საყვარლიშვილი უკვე ამე­რი­კის მო­ქა­ლა­ქეა, ჰყავს საყ­ვა­რე­ლი მე­უღ­ლე და რაც მთავარია, 7-წლი­ა­ნი დაშორების შემ­დეგ შვი­ლიც ამე­რი­კა­ში წა­იყ­ვა­ნა და უკვე რამდენიმე წე­ლია გვერ­დით ჰყავს. ამ­ბობს, რომ მისი ამე­რი­კე­ლი მე­უღ­ლე ყო­ველ­თვის ოც­ნე­ბობ­და ვაჟ­ზე და ახლა ეს ოც­ნე­ბა აუხ­და. შვი­ლის სა­ქარ­თვე­ლო­დან შტა­ტებ­ში ჩაყ­ვა­ნის შემ­დეგ, მათი ოჯა­ხი გა­ერ­თი­ან­და.


image

გასულ წელს შედგა ცისნამი საყარლიშვილის წიგნის პრეზენტაცია„წითელთმიანი გოგონას დღიური“, სადაც აღწერილია ემიგრაციაში გადამხდარი ამბები.

image

0
43
3-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
43
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0