x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134572
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508651
რა მიმართულებით მიდის ცხენი?(ვიდეო)
image

ოპტიკურ ილუზიას უწოდებენ მოვლენას, როდესაც ადამიანის მხედველობის სისტემა შეცდომაში შეჰყავს, იმის წარმოსახვით რაც არ არსებობს, ან არსებულის არასწორი წარმოსახვით. არსებობს ფიზიოლოგიკური ილუზიები და შემეცნებითი ილუზიები. მირაჟი ბუნებრივი ილუზიის მაგალითია, რაც ოპტიკურ ფენომენს წარმოადგენს, სხვა მაგალითია მთვარის ხილული სიდიდის ვარიაცია (მცირეა ზენიტზე, დიდია ჰორიზონტთან), თუმცა ეს არ არის ოპტიკური ფენომენი, არამედ უფრო შემეცნებითი ან კოგნიტიური ილუზიაა.


გამოყოფენ, მხედველობის, ფერის აღქმის, სიღრმისეულ, ზომის, მოძრაობის, მიმართულების, გადახრის და სხვა ოპტიკურ ილუზიებს.


მიმართულების ოპტიკური ილუზია შავი ცხენზე განხილვის საგანი გახდა ინტერნეტში. ქსელის მომხმარებელები დაბნეულები არიან, ვერ ხვდებიან, ცხოველი წინ მიიწევს თუ უკან.



ინტერნეტში პოპულარული გახდა თოვლში მოსეირნე შავი ცხენის ვიდეო. თითქოსდა ერთი შეხედვით უჩვეულო არაფერია. თუმცა ვიდეომ ბევრი მაყურებელი დააბნია და დაიწყეს კამათი, თუ საით მიდიოდა ცხენი - წინ თუ უკან. სავარაუდოდ, ოპტიკური ილუზია ცხენის ფერის, ცუდი განათებისა და რაკურსის გამო შეიქმნა. თქვენ როგორ ფიქრობთ - ცხენი ოპერატორისკენ მოდის თუ შორდება?


ვიდეოს ბოლოში მაყურებელს უადვილდება ცხენის ტრაექტორიის გამოთვლა – ცხენი თავიდა წრეში მოძრაობს და შემდეგ ოპერატორს შორდება .



ასევე იხილეთ მსგავსი გასართობი:

"იპოვეთ გველი ფოტოზე"(მიყევით ბმულს)


''თუ 1 წუთში ნახატზე დამალულ ყველა ცხოველს აღმოაჩენთ, ე.ი. სხარტი აზროვნება და კარგი მხედველობა გაქვთ'(მიყევით ბმულს)


''ამოცანა: სად იმალება ცხოველი ქვებს შორის'? - უნდა იპოვოთ 20 წამში''(მოყევით ბმულს)

0
114
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
114
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0