x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
სკოლისკენ მიმავალი ყველაზე სახიფათო გზები, რომელთა გავლაც ბავშვებს ყოველდღიურად უწევთ

image


დედამიწაზე ყველა ბავშვს როდი ეზარება სწავლა. მეტიც, ზოგიერთი სკოლის მოსწავლე მზადაა გაკვეთილზე დასასწრებად და ცოდნის მისაღებად გრძელი და სკმაოდ სახიფათო მარშრუტიც კი გაიაროს. დღევანდელ სტატიაში წარმოგიდგენთ სკოლისკენ მიმავალ ყველაზე ექსტრემალურ გზებს, რომლებზეც ბავშვებს საკუთარი სიცოცხლის საფრთხეში ჩაგდების მიუხედავად სიარული ყოველდღიურად უწევთ.


image


"ციური იმპერიის" ქალაქ გულუში სკოლაში მიმავალი 5 საათიანი გზა მთის უღელტეხილზე გადის

image



სავარაუდოდ, სწორედ ეს ითვლება სკოლაში მისასვლელ ყველაზე გრძელ გზად ჩინეთში


image


სკოლამდე მისასვლელი ხუთსაათიანი გზა, ყველა ბავშვს როდი აქვს ცოდნის ასეთი ძლიერი სურვილი

image



სკოლამდე მორყეული კიბეებით მიმავალი გზა სამხრეთ ჩინეთში


image


"ციურ იმპერიაში" მცხოვრებ პატარებს სკოლაში მისასვლელად ყოველ დილით ამ საშინელ ბამბუკის კიბეებზე უწევთ ასვლა, და თან რაც ყველაზე საგულისხმოა, სკოლის მოსწავლეები ამ მორყეულ კიბეებზე ყოველგვარი დამცავი მოწყობილობების გარეშე ადიან

image


სკოლისკენ მიმავალი გზა ჰიმალაის გავლით ინდოეთში. ბავშვებს ცოდნის მისაღებად მოგზაურობა მთებშიც კი უწევთ


image


ეს კი ძველი დაკიდული ხიდია, რომელიც ინდონეზიელ ბავშვებს სკოლასთან აკავშირებს



image


ქალაქ ლებაკის ბავშვებს სკოლაში მისვლა ამ ნახევრად დაზიანებულ სახიფათო ხიდით უწევთ



image



კოლუმბიაში, სკოლამდე მისასვლელი საბაგირო გზა მდინარე რიო ნეგროზე გადის



image


ბავშვები სკოლაში მდინარეზე გადაჭიმული 800 მეტრიანი საბაგირო გზით მიდიან, ფოლადის კაბელი ზღვის დონიდან 400 მეტრზეა გადაჭიმული


image


სკოლაში წასვლა კანოეთი, ინდონეზია, დიახ, ქალაქ რიაუს სკოლის მოსწავლეები სკოლაში სწორედ აი, ასეთი კანოეთი მიდიან


image


სკოლისკენ მიმავალი საშინელი გზა ინდოეთში, ინდოელ ბავშვებს სკოლაში მოხვედრა ხის ფესვებისგან გაკეთებული სწორედ ასეთი სახიფათო ხიდით უწევთ


image


დაზიანებული ხიდი ჩინეთის პროვინცია სიჰუანში, ბავშვი დედასთან ერთად სკოლაში დათოვლილი ხიდით მიდის



image


სკოლისკენ ხის ნავით მიმავალი ბავშვები ინდონეზიაში



image

სკოლაში ურმით, მოსწავლეები სკოლაში აი, ასე ურმით მიდიან, დელი

image


სწავლას მოწყურებული პატარები სკოლაში მისასვლელად არც მდინარის გადაცურვაზე ამბობენ უარს, დაწყებითი კლასის მოსწავლეები სკოლისკენ გაბერილი საბურავებით მიიჩქარიან


image


ფილიპინების პატარა ქალაქში ბავშვები სკოლაში საბურავებით მდინარეზე აი, ასე გადადიან...








0
187
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
187