x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
უნდა დავეხმაროთ, თუ არა ადამიანს, რომელიც გამუდმებით წუწუნებს? – პასუხი კითხვაზე

ეს ისტორია ფსიქოლოგმა მოყვა, რომელიც ამ ამბით, თავადვე იყო გაკვირვებული და შეძრწუნებული... მასთან პაციენტი მივიდა, რომელიც ბავშვობიდან წუწუნს იყო დაჩვეული. მას ასეთი სტრატეგია ჰქონდა – საკმარისი იყო, თუნდაც უმნიშვნელო რამე მომხდარიყო, რომ ის ხმამაღლა იწყებდა წუწუნს და სხვებისთვის საკუთარი პრობლემის მოყოლას. მისი დედაც სწორედ ასე იქცეოდა. ბებია კი, საერთოდ, არიგებდა, რომ უსიამოვნების შემთხვევაში, კეთილი ადამიანებისთვის მიემართა, მათთან ეწუწუნა და ეტირა... და მდგომარეობა შეუმსუბუქდებოდა.


image


და აი, ეს ქალბატონი ყოველთვის მეგობრებთან წუწუნებდა, რომლებსაც ცხოვრებაში, ყველაფერი კარგად ჰქონდათ: სამივე მეგობარი გათხოვილი იყო და შვილებიც ჰყავდათ. ჰქონდათ კარგი სამუშაო და ქმრები მათზე შესანიშნავად ზრუნავდნენ. ამ ახალგაზრდა ქალს კი, არაფერი ჰქონდა და ამასთან, არც ისე მომხიბლავად გამოიყურებოდა...

მეგობრები «დაზარალებულს», რომელთანაც ურთიერთობა ბავშვობიდან ჰქონდათ, თავისთან პატიჟებდნენ, რომ რამენაირად გვერდში დასდგომოდნენ და მისი სევდა გაექარწყლებინათ.

მათი შეხვედრები ყოველთვის ერთი «სცენარით» მიმდინარეობდა: ქალი ყოველთვის დამწუხრებული სახით იჯდა, წუწუნებდა და საკუთარ უბედურებებს ითვლიდა. ხოლო, მეგობრები მას ამშვიდებდნენ. მაგრამ, ის მათ არ უჯერებდა და ეუბნებოდა, რომ მისი საშველი არ იქნებოდა... და ისევ წუწუნს იწყებდა.

ფსიქოლოგი დაინტერესდა და ჰკითხა: – ყველაფერი რით დასრულდაო?

ქალმა ეშმაკურად გაიღიმა და თქვა, რომ მას ყველაფერი კარგად ჰქონდა – გათხოვდა, ბავშვიც შეეძინა, კარგი სამუშაო იშოვა და რომ, მეუღლეც კარგი ჰყავდა. მაგრამ, მეგობრებმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტეს.

როგორც ქალმა ახსნა, სამივეს ცხოვრებაში რთული პერიოდი დაიწყო: ჯანმრთელობა შეერყათ, ოჯახები დაენგრათ, მატერიალური პრობლემები გაუჩნდათ...

– და ამ ცრუმორწმუნე ქალებმა მე დამადანაშაულეს, არა პირდაპირ არ უთქვამთ, მაგრამ, ჩემთან ურთიერთობა გაწყვიტეს. ახლა კი, თავს მარტოდ ვგრძნობ და ძალიან მოწყენილი ვარ – დასძინა მან ბოლოს.

– ანუ, მეგობრებთან გინდათ ურთიერთობის აღდგენა? – ჰკითხა ფსიქოლოგმა.

– არა, აქ სულ სხვა რამისთვის მოვედი – უპასუხა ქალმა – მინდა რომ ახალი მეგობრების მოძებნაში და მათთან დაახლოებაში დამეხმაროთ. ახლა მეორე შვილის გაჩენა და კარიერაში წინსვლა მაქვს გეგმაში. მაინტერესებს, როგორ უნდა ვიპოვო კარგი, მხიარული, ენერგიული, ბედნიერი და წარმატებული მეგობრები, რომ ჩანაფიქრი განვახორციელო? ძველ მეგობრებთან კი, რა საჭიროა ურთიერთობის აღდგენა?

– აბა, რა. რა საჭიროა, ძველები ხომ უკვე «გამოჭამა»?! – აღშფოთებას ვერ მალავდა, ამ ამბის მოყოლის დროს, ფსიქოლოგი.


ადამიანი, რომელიც მუდმივად წუწუნებს, – სასიცოცხლო ენერგიას გართმევთ!


image


სხვა სიახლეები:


* ამ სამყაროში ყველაფერი შედარებითია... (15 ფოტო)

* ამ სურათზე პირველი რა დაინახეთ? (4 ფოტო) – ტესტი, საკუთარი ნიჭის და შესაძლებლობის აღმოსაჩენად

* უმარტივესი ნამცხვარი, შოკოლადის გულსართით

* ოსტეოპოროზის ნიშნები და მასთან ბრძოლის ეფექტური გზები



0
95
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0