x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვიეტნამი, ანუ "სამხრეთში მცხოვრები ტიტულიანი ერი" (15 ფოტო)

ქვეყნის სახელი ორი სიტყვისაგან შედგება: «Việt» — ტიტულიან ერი ნიშნავს, ხოლო «Nam»–ი — სამხრეთს, ანუ ქვეყნის სახელი, როგორც — «სამხ. ვეტები» ითარგმნება. პირველად — «ვიეტნამი», პორტმა ნგუენ ბინ ხიემ, თავის წიგნში — «ჩანგ ჩინის წინასწარმეტყველებაში», XVI საუკუნეში ახსენა. ხოლო, XVI—XVII საუკუნეებში, ის ბაო-ლამის პაგოდაში (ჰაიფონგი) 12 სტელაზე იყო ამოტვიფრული.


image


ვიეტნამი ბუდისტური ქვეყანაა. თუმცა, იქ სხვა რელიგიის მიმდევრებიც არიან. მაგ., ჰანოიში, წმინდა იოსების ტაძარში, ადგილობრივები ყოველწლიურად, შობის ბრწყინვალე დღესასწაულს ხვდებიან.
image


ვიეტნამის ეკონომიკა, განსაკუთრებული სიძლიერით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი მოსახლეობა ყველაფერს აკეთებს, რომ საკუთარ ქვეყანას გარკვეული ხიბლი შესძინოს, რაშიც დახმარებას გეოგრაფიული მდებარეობა და კლიმატური პირობებიც უწყობს... და ეს რომ ასეა, ამაზე ლონგ კოკის ჩაის ბორცვებიც მეტყველებს:image


ქვემოთ მოცემულ ფოტოზე კი, რომელიც ჰიდრო თვითმფრინავიდან არის გადაღებული, ჰა-ლონგის უბე და მასში მცურავი ტურისტული ნავებია ასახული:image


სოფლის მეურნეობის გარდა, ქვეყანა ტურისტული მიმართულებითაც ვითარდება და განსაკუთრებული მნიშვნელობა, ამ სფეროში, ადგილობრივების ჩართულობას ენიჭება... და ეს უცნაური სათამაშოებიც, რომელიც ქალს მოტოციკლით გადააქვს, სწორედ ტურისტების არის დამზადებული:image


ამ ქვეყანაში, ღია ცის ქვეშ, სადილის ფოტოს გადასაღებად კი, დიდ ხანს სიარული ნამდვილად არ დაგჭირდებათ:image


ადგილობრივები ძალიან გახსნილი ადამიანები არიან და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ყველაფერს სხვების დასანახად აკეთებენ. მაგ., ამ ფოტოზე ინსტრუქტორია, რომელიც მოსწავლეს, ცეკვის გაკვეთილს, პირდაპირ პარკში უტარებს:image


ვიეტნამში ყველაზე გავრცელებული ტრანსპორტი სკუტერი და მოტოციკლია:image


და რა თქმა უნდა, ამ ტრანსპორტის სარემონტო და გასაქირავებელი პუნქტების მთელი ქსელი არსებობს:image


ქუჩის მოვაჭრეები, ფაქტობრივად, ყოველ ნაბიჯზე არიან:image


«ჩაცმულ–დახურული» ძაღლიც, იშვიათობას არ წარმოადგენს ქვეყნის დედაქალაქისთვის:image


ჰანოიში თმას, ზოგიერთები პირდაპირ ქუჩაში იჭრის:image


ქალი ველოსიპედით, ბამბუკით და რატანით დამზადებული საყოფაცხოვრებო ნივთები მიაქვს გასაყიდად:image

ეს ადამიანები კი, გარემოცულნი არიან საკმევლის სხვადასხვა ფერის არომატული ჩხირებით, რომლებიც კონებად აქვთ შეკრული და გასაშრობად მზეზე დააწყვეს:
image


და ეს ყველაფერი, ამ უცნაური და ულამაზესი ქვეყნის დღევანდელობის, მხოლოდ პატარა ნაწილია...

image

არხის სხვა სიახლეები:


* ტყე თვითმკვლელობისთვის და სხვა იაპონური უცნაურობა, რაც ჩვენთვის გაუგებარია

* 7 ფაქტი ძველი რომის შესახებ, რასაც სკოლაში არ ასწავლიან

* კილიან მერფი – ყველაზე მოკრძალებული ოსკაროსანი მსახიობი

* რა საფრთხე გელით თუ საკმარისად არ გძინავთ?



0
523
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
523
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0