x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
“უდიდეს საიდუმლოს ავხდი ფარდას..” – ლალი მოროშკინა მიხეილ სააკაშვილზე
image

.

ლალი მოროშკინამ რადიო “ჯორჯიან თაიმსთან” ინტერვიუში პატიმარ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა:


“ის, რაც მიხეილ სააკაშვილს გაუკეთეს “ნაციონალური მოძრაობის” მესვეურებმა და ნიკა მელიამ, რომელმაც თქვა, რომ მიშიზმი სულ სხვა არის და ნაციონალური მოძრაობა სულ სხვა… გაწირეს უბრალოდ… ასე მიმაჩნია… მოტყუებთ ჩამოიყვანეს და უთხრეს, რომ მილიონი ადამიანი დახვდებოდა ბათუმში… მოატყუეს უბრალოდ. მე კარგად ვიცნობ მიშას, რამდენადაც შეუძლია რაციონალური გადაწყვეტილების მიღება, იმდენად შეუძლია ემოციას აჰყვეს. ემოციური იყო მისი ჩამოსვლა.


.

დღეს, ნიკა მელია წესით “ნაციონალური მოძრაობის” სათავეში კი არ უნდა იყოს, საერთოდ მოშორებული უნდა იყოს პოლიტიკას და ოპოზიციას. შეიძლება, მე პირიქით მაწყობდეს ნიკა მელიასნაირი ფიგურა, მაგრამ სიმართლის თქმა მიყვარს – ნიკა მელიას გამო დღეს სააკაშვილი ციხეში, ნიკა მელიას გამოა, რომ ნაციონალურ მოძრაობაში გაიყო ხმები ორად და სამად და ეს ხმებზეც იმოქმედებს. მიშასთან არის ასოცირებული ნაციონალური მოძრაობა. დღეს გამზადებულზე, მზამზარეულზე ნიკა მელია, რომ თვითონ ჭრის და კერავს… იცით რა, ციხეს ორი კარი აქვს და სააკაშვილი დღეს რომ შევიდა ციხეში, ხვალ ამ ციხიდან გამოვა”, – განაცხადა მოროშკინამ.

1
812
1-ს მოსწონს
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
812
  
27 იანვარი, 12:49
მელია პარტიიდანაც გარიცხეს, "ხაბე" იქნება ის ბოლო ლურსმანი, რომელსაც დააჭედებენ ნაციონალების პოლიტიკურ "სასახლეს".
0 1 1