x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
ლეგენდარული, ბრაზილიური სერიალის, "კლონი''-ს, შემქმნელის ტრაგიკული ცხოვრება და ბრაზილიაში ერთ-ერთი, ყველაზე, გახმაურებული და სასტიკი მკვლელობის დეტალები

ცხელი პლიაჟები, მცხუნვარე მზე, საინტერესო სიუჟეტები და დაუვიწყარი თავგადასვლები. აი, ასე გვახსენდება უმეტესობას ბრაზილიური სერიალები, რომლებიც ბავშვობას გვიმრავარლფეროვნებდა, ხოლმე. ერთ-ერთი ასეთ სერიალს წარმოადგენდა ''კლონი'', რომელიც არაერთხელ გადიოდა, ტელეკომპანია, "იმედი''-ს ეთერში და რომელიც 100-მდე ქვეყანაში იქნა დუბლირებული.

თუმცა, ცოტა ადამიანმა იცის თუ რა ტრაგიკული ბედის პატრონია, თავად სერიალის შემქმნელი გლორია პერესი (მას დღემდე მიაჩნია, რომ ცხოვრებაში ადამიანის მთავარი მისია საინეტერესო ამბების მოყოლაა), რომელსაც ქალიშვილი, დანიელა პერესი 22 წლის ასაკში მოუკლეს, ხოლო, ვაჟი, რაფაელ პერესი, 25 წლის ასაკში გარდაეცვალა, თავისი გონებრივი პრობლემების გართულებისა და წარუმატებელი ოპერაციის შედეგად. თუმცა, გლორიას დარჩა ერთი ვაჟი, სახელად როდრიგო, რომელმაც მასავით სამართალი შეისწავლა და ამჟამად, დედამისთან ერთად, არაერთი წარმატებული სერიალის სიუჟეტს ქმნის.

image(ფოტოზე გამოსახულნი არიან: გლორიას გარდაცვლილი შვილები, დანიელა და რაფაელ პერესები)

image(ფოტოზე გამოსახულნი არიან: დანიელა და გლორია პერესები)


image(ფოტოზე გამოსახულნი არიან: გლორია, როდრიგო და რაფაელ პერესები)

image(ფოტოზე გამოსახულნი არიან: დანიელა პერესი და მისი მეუღლე რაულ გაზოლა, რომელიც ტელესერიალ "კლონი''-დან, ნაზირას გულისსწორის განსახიერებული როლით, ბევრ, ჩვენგანს, ემახსოვრება)


სამხრეთ ამერიკა და კერძოდ, ბრაზილია, ალბათ, ყველასთვის კოპაკაბანას სანაპიროსთან, მზიან ამინდებთან და უდარდელ ცხოვრებასთან ასოცირდება, რაც რეალურად ასე ნამდვილად არ არის.. ამაზე, დანიელა პერესის ამბავიც კი მეტყველებს, რომელიც იმდენად ტრაგიკულია, რომ იგი დღემდე ბრაზილიის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ საქმედ ითვლება და ხალხს ამ საქმის დავიწყება, უბრალოდ, არ შეუძლია..


ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც დანიელა ერთ-ერთ მთავარ როლზე დაამტკიცეს, დედამისის მიერ შექმნილ სერიალში, სახელწოდებით - "სულითა და სხეულით'', სადაც მას პარტნიორობას (მისი მომავალი მკვლელი) გილერმო დე პადუა უწევდა. გილერმო დანიელაზე იყო შეყვარებული, მასზე მუდმივად ეჭვიანობდა და მისი შურდა კიდევაც. გილერმოს ცოლიც არ აკლებდა დანიელაზე ეჭვიანობას და სწორედ, მან და გილერმომ დაგეგმეს დანიელას მკვლელობა. კერძოდ, ცოლ-ქმარს, ერთ დღესაც, დანიელა მანქანიდან უნდა გადმოეტყუებინათ და მოეკლათ, რაც სამწუხაროდ, გამოუვიდათ კიდევაც.



დანიელა პერესი, 1992 წლის 28 დეკემბერს სასტიკად მოკლეს მისმა სატელევიზიო პარტნიორმა, გილერმომ და მისმა მეუღლემ, პაულა ტომასმა. მათ დანიელას 18 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს, კისერსა, გულში და ფილტვებში.

image(ფოტოზე გამოსახულნი არიან: დანიელა და მისი მკვლელი, გილერმო დე პადუა)

image(ფოტოზე გამოსახულნი არიან: დანიელას ცივსისხლიანი მკვლელები, პაულა ტომასი და გილერმო დე პადუა)

გილერმომ და პაულამ აღნიშნული სისასტიკის დამალვა სცადეს, თუმცა, მტკიცებულებებმა მათი ბრალი მაინც გამოავლინა. ყველაზე საზარელი ამ ისტორიაში კი იყო ის, რომ დანიელას გავმის აღმოჩენიდან, მეორე დღეს გილერმო მივიდა დანიელას მეუღლე რაულ გაზოლასთან და მხარში დგომა და მისი თანადგომა შესთავაზა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად უსაზღვრო შეიძლება იყოს, ცივსისხლიანი მკვლელის სისასტიკე და ავადმყოფური ბუნება. ყველაფრის გარკვევის შემდეგ, ზემოაღნიშნულმა ამბავმა ბრაზილიის იმდროინდელი პრეზიდენტის იმპიჩმენტის ამბავიც კი გადაფარა, რადგან ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 19 წლის ორსული და 23 წლის ახალგაზრდა, შურისა და ეჭვიანობის საფუძველზე ასეთ საზარელ დანაშაულს ჩაიდენდნენ.. საიდან, გროვდება ადამიანში ასეთ ადრეულ ასაკში ამდენი სიბოროტე, ჩემთვისაც კი წარმოუდგენელი და ძნელად ასახსნელი ფენომენია.. დანიელას მკვლელები, საბოლოოდ, მაინც დაისაჯნენ, თუმცა ცხოვრება გააგრძელეს, მათ სასჯელიც კი შეუმსუბუქეს და ესაა, რომ "ღვთიური სამართალი''?.. ამაზე მიპასუხეთ, უბრალოდ...


გლორიამ ცხოვრება, რთულად მაგრამ მაინც, გააგრძელა. მისი შვილის პერსონაჟს, ბედნიერი დასასრული, სერიალში მაინც მიანიჭა და ფინალურ ეპიზოდში, მისი პერსონაჟი სამოგზაუროდ გაუშვა, რაზეც დანიელა მთელი ცხოვრების განმავლობაში ოცნებობდა, მაგრამ რეალობაში, მას ეს ოცნება, ვერა და ვერ აუხდა..

image(ფოტოზე გამოსახულია: დანიელა პერესი, ცხოვრების უკანასკნელ დღეებში)



ასეთი ტრაგიკული ისტორიის პარტონია გლორია პერესი და ამავდროულად, იგი არაერთი ადამიანისთვის, მისაბაძი მაგალითიცაა, ვინაიდან, იგი არასდროს ნებდება, ცხოვრებას აგრძლებს და ცდილობს, მყარად იდგეს მიწაზე და სხვებს, მაინც, გაულამაზოს ცხოვრება..


0
200
2-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ზუბიაშვილი97
ლიკა ზუბიაშვილი97
200
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0