x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ეჭვობენ, რომ ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავიდან თალიბებმა 1.2 მილიონი დოლარი მოიპარეს

image


თალიბებმა შესაძლოა 1, 2 მილიონ დოლარზე მეტი ნაღდი ფული მოიპარეს ჩამოვარდნილი რუსული თვითმფრინავიდან.


ფული დაიკარგა Falcon 10 თვითმფრინავიდან, რომელიც 20 იანვარს ჩამოვარდა ავღანეთში, ბადახშანის პროვინციაში.



ბადახშანი google map-ზე




ეჭვები მიაქვთ თალიბანის ადგილობრივ სამხედრო შენაერთზე, რომელიც ერთ-ერთი პირველი მივიდა კატასტროფის ადგილზე.


გავრცელებული ინფორმაციით თვითმფრინავი ასრულებდა ინდოეთი-უზბეკეთი-რუსეთის მარშრუტს და მასზე 6 ადამიანი იმყოფებოდა - 2 მგზავრი და 4 ეკიპაჟის წევრი. მათგან ოთხი სხეულის დაზიანებებით გადარჩა, ხოლო ორ ადამიანს ეძებენ.



image

კადრი Falcon 10-ის ჩამოვარდნის ადგილიდან, ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში


FALCON 10FALCON 10; ფოტო: ვიკიპედიიდან, საილუსტრაციოდ



თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზად ძრავის გაუმართაობა სახელდება.





წყარო: NEXTA





0
211
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
211
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0