x
image
თამილა გურაშვილი
Mediator image
რუსეთის პატრიარქის ალექსი l სიტყვა ი.სტალინის პანაშვიდზე,


image
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის ალექსი l სიტყვა ი.სტალინის პანაშვიდზე, წარმოთქმული საპატრიარქო ტაძარში მისი დაკრძალვის დღეს (9. 03. 1953 წელი)
„ჩვენი ხალხის უდიდესი ბელადი იოსებ ბესარიონის ძე სტალინი აღარ არის. აღარ არის ძალა უდიდესი, ზნეობრივი, საზოგადო: ძალა, რომელშიც ჩვენი ხალხი თავის ძალას გრძნობდა, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა თავის შემოქმედებით შრომებში და დაწესებულებებში, რომელშიც ის მრავალი წლის მანძილზე ნუგეშს სცემდა.
არ არსებობს სფერო, სადაც არ შეღწეულიყო დიდი ბელადი ღრმა ხედვით. მეცნიერების ხალხი გაოცებული იყო მისი ღრმა მეცნიერული გათვითცნობიერებით თვით მრავალგვარ სფეროში, მისი გენიალური სამეცნიერო განზოგადებით; სამხედრონი – მისი სამხედრო გენიით; სხვადასხვაგვარი პროფესიის ხალხი შეუწყვეტლივ ღებულობდნენ მისგან მძლავრ მხარდაჭერას და ღირსეულ მითითებებს. როგორც გენიალური ადამიანი, ის ყოველ საქმეთი ხსნიდა მას, რაც მიიუღწეველი და შეუმცნეველი იყო ჩვეულებრივი ჭკუისათვის.
მისი დაძაბული შრომისა და გამარჯვებების შესახებ დიდი სამამულო ომის დროს, საომარი მოქმედებების მისი გენიალური ხელმძღვანელობის შესახებ, რომელმაც გამარჯვება მოგვცა ჩვენ ძლიერ მტერზედ და საერთოდ ფაშიზმზე, მისი მრავალმხრივი თვალუწვდენელი ყოველდღიური მმართველობის ღწვის, სახელმწიფო საქმეების მართვის შესახებ ფართოდ და დამაჯერებლად ამბობდნენ პრესაში, და განსაკუთრებით დღეს უკასკნელ გამომშიდობებაზე, მისი დაკრძალვის დღეს, მისი უახლესი თანამოძმენი. მისი სახელი, როგორც მთელს მსოფლიოში მშვიდობისათვის მებრძოლისა და მისი დიადი ქმედებანი საუკუუნეების მანძილზედ იცოცხლებენ.
ჩვენ მისთვის სალოცავად შეკრებილები, მდუმარედ გვერდს ვერ ავუვლით მის ყოველჟამს კეთილისმყოფელ, თანამგრძნობ დამოკიდებულებას ჩვენს საეკლესიო გასაჭირთან. არც ერთი საკითხი, რომლითაც ჩვენ მისთვის არ მოგვიმართავს, არ ყოფილა მისგან უარყოფილი, ის ყველა ჩვენს თხოვნას აკმაყოფილებდა. და ბევრი კეთილი და სასარგებლო, მისი უდიდესი ავტორიტეტის წყალობით გაკეთდა ჩვენი ეკლესიისთვის ჩევნი მთავრობის მიერ.
დაუვიწყარია მისი ხსოვნა ჩვენთვის, და ჩვენი რუსული მართლმადიდებლური ეკლესია, დასტირის რა მის წასვლას ჩვენგან, აცილებს მას უკანასკნელ გზაზე მხურვალე ლოცვით.
ჩვენთვის ამ მწუხარე დღეებში, ჩვენი მამულის ყოველი კუთხიდან არქიელებისაგან, სამღვდელოებისაგან და მორწმუნეთაგან, უცხოეთიდან ეკლესიების მეთაურთაგან და წარმომადგენლებისაგან, როგორც მართლმადიდებლურისაგან და სხვებისაგან, მე ვღებულობ მრავალ დეპეშას, რომელშიც იუწყებიან მისთვის ლოცვების შესახებ და გამოხატავენ მწუხარებას ჩვენი ამ სამწუხარო დანაკლისის გამო. ჩვენ მისთვის ვლოცულობდით, როცა მოვიდა ცნობა ამ მძიმე დაავადების შესხებ. და აწ, როდესაც ის აღარ არის, ჩვენ ვლოცულობთ მისი უკვდავი სულის სიმშვიდისათვის.
გუშინ ჩვენმა განსაკუთრებულმა დელეგაციამ ყოვლად უწმინდეს მიტროპოლიტ ნიკოლოზის – ციმბირის საეპისკოპოსოს, სამღვდელოებისა და მორწმუნეთა წარმომადგენლის, არქიეპისკოპოს პალლადის – უკრაინის საეპისკოპოსოს, სამღვდელოებისა და მორწმუნეთა წარმომადგენლის, არიეპისკოპოს ნიკონის და პროტოპრესვიტერის მამა ნიკოლოზის შემადგენლობით მის კუბოსთან მიიტანა გვირგვინი და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სახით მუხლი მოიყარა მისი ძვირფასი ნეშტის წინაშე.
ლოცვა, აღვლენილი ქრისტიანული სიყვარულით აღწევს ღმერთამდის. ჩვენ გვწამს, რომ ჩვენი ლოცვა გარდაცვლილის შესახებ შესმენილი იქნება ღმერთის მიერ. და ჩვენს საყვარელ და დაუვიწყარ იოსებ ბესარიონის ძეს ჩვენი ლოცვით, მხურვალე სიყვარულით დავუმკვიდრებთ სამარადისო ხსოვნას. ”
1
649
2-ს მოსწონს
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
Mediator image
649
  
25 იანვარი, 22:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
0 1 1