x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
ბესიკ ხარანაულმა გამოსახლებაზე ლექსი დაწერა


მწერალი ბესიკ ხარანაული თბილისში მიმდინარე აღსრულების ბიუროს მიერ ოჯახების გამოსახლების პროცესს ლექსით ეხმიანება:



image



"ვნახოთ, ხვალ რა იქნება ჯავის ქუჩაზე...


- არა, ზეციდან არ ვიღებ გზავნილებს,


არც ფოსტა მომდის.

თუ შხამიანი პირით გავიღვიძე,

ნიშანია,

რომ გარეთ შხამია.

ერთი ისეთი ლექსი მაქვს,

ადვილია, რომ იქცეს - სახრედ,

ისეთი ლექსია,

რომლის გრძელი მონათხრობი

არაფერზე არ დაეტევა,

ამიტომაც ერთი ლექსია,

რომლითაც

ამ ქვეყანას ვათრევ და ვაგინებ,

რომელიც იმდენად საძაგელია,

რამდენსაც ერთი ლექსი გაუძლებს,

რომელიც მხოლოდ მე ვიცი,

და ერთმა ლექსმა,

და,

როგორც ავ ზნიანს თავისი ჭირი,

ამოუდუღდება,

რომ გაუვა მოთმენის ხანი,

ის ერთი ლექსი,

დუჟმომდგარი დამეძგერება,

და მაგიჟებს მოკლე-მოკლე მონოლოგებით,

რომლებსაც მე,

იმ ლექსის სახრით

ვურტყამ ქვეყანას,

სადაცა ვმდგმურობ -

და, საიდანაც ახლა გამასახლეს.


გამოვაგდებ გარეთ, გავაშიშვლებ,

ვურტყამ სახრეს, თან მეტირება,

წყეულო მიწავ,

სადაც დავბერდი და სიკეთეს ვერ მოვესწარი,

რატომ გამაგდე?..

რატომ დამაგდე მევახშეებში,

ბანკების ტყეში რად მიმატოვე...

და, რაკი მთელი განაჩენისთვის

სუნთქვა აღარ მყოფნის,

ვეუბნები - შე, კახპა მიწავ,

შვილების დამყრელო!

და ვეცემი მოცელილი,

როგორც ეხლა ვარ.


პატარაა ეს საქართველო,

ყველა მტერია ერთმანეთისა.


ერთი ლექსი მაქვს,

რომელიც მხოლოდ მე ვიცი,

და ლექსმა იცის

და რომელსაც სახრესავით ვურტყამ ქვეყანას,

რომელშიც ვმდგმურობ:

გავაშიშვლებ,

და ვურტყავ სახრეს,

სანამ აღარ იქნება სათქმელი.

ამის მერე მეწყება ქენჯნა,

და, ვგრძნობ, რომ ავზნიანი ადმყოფი ვარ,

მაგრამ მართალი.

და არ უნდა მაყურებინო ქვრივ-ობოლთა დარბევისათვის,

რადგანაც მე ვარ უსუსური

და ჩემს ხელში - პათეტიკის სახრეღა ტრიალებს.


მახსოვს, შავბნელ ოთხმოცდაათიანებში, ბარიკადები რომ აღმართეს ნახალოვკაში. ვნახოთ, ხვალ რა იქნება ჯავის ქუჩაზე, ქალებს და ბავშვებს რომ გამოასახლებენ".






2
223
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
223
  
25 იანვარი, 22:00
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სექსის გაცნობის საუკეთესო საიტზე --- www.Sexy18.pw
25 იანვარი, 4:45
ბინიდან გამოსახლება დასავლური ღირებულებებია. გაგებით მოეკიდეთ. აშშ-ში "ბომჟები" ძირითადად ან კრედიტების გადაუხდელობის გამო ან სამკურნალო ვალის გადაუხდელობის გამო ხდებიან. დასავლური ღირებულებებია. საქართველოში ჯერ არავინ არ გამოუგდიათ სახლიდან სამკურნალო ვალის გადაუხდელობის გამო? მაგის დროც მოვა.
0 1 2